არჩილ თალაკვაძემ კომიტეტებს დაავალა, აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვაზე ლევან გოგიჩაიშვილის კანონპროექტის განხილვა დაიწყონ
არჩილ თალაკვაძემ კომიტეტებს დაავალა, აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვაზე ლევან გოგიჩაიშვილის კანონპროექტის განხილვა დაიწყონ
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ შესაბამის კომიტეტებს დაავალა, აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ ლევან გოგიჩაიშვილის კანონპროექტის განხილვა მომდევნო კვირაში დაიწყონ.

დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდა რეაგირებისთვის, რათა მისი კანონპროექტის საკომიტეტო განხილვები დაიწყოს, ვინაიდან საკითხი დიდი ხანია პარლამენტშია დარეგისტრირებული.

"იქნებ დაავალოთ კომიტეტის თავმჯდომარეებს, რომ ჩემ და კიდევ რამდენიმე დეპუტატის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივაზე
დანიშნონ საკომიტეტო მოსმენები. ეს ეხება აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვის ინიციატივას და მეორე არის ზოგადად, რეგულაციებთან დაკავშირებით. მესმის, რომ თქვენთვის ეს არ არის მნიშვნელოვანი. როგორც ჩანს, არ გაწუხებთ არასრულწლოვნების ჩართულობა, ფულის გათეთრება და ა. შ. მაგრამ მე ვითხოვ ჩემი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას. დაუჭერთ თუ არა მხარს, ეგ თქვენი საქმეა. ერთხელ არ დაუჭირეთ მხარი ფხაკაძეების გამო და
იქნებ როგორმე მეორეჯერაც დავნიშნოთ, რომ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახოს თქვენი დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის მიმართ," - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა გოგიჩაიშვილს უპასუხა, რომ ზედმეტი განცხადებების გარეშეც შესაძლებელი იყო ამ საკითხზე მსჯელობა და კომიტეტის სხდომის დანიშვნა.

"ზედმეტი განცხადებების გარეშე შეგვიძლია ვიმსჯელოთ. შეგეძლოთ ჩემთან გაგევლოთ კონსულტაცია და შევთანხმებულიყავით როდის დაგვენიშნა კომიტეტი. ის, რომ ვინმემ რეგლამენტი დაარღვია, ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. თუ კონსულტაციები არ გჭირდებათ, არც მე არ მჭირდება თქვენთან კონსულტაციები. შეგვიძლია პირდაპირ დავნიშნოთ და შეგატყობინებთ, როდის იქნება განხილვა", - განაცხადა ოხანაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თვის კითხვადი სტატიები