ოკუპირებულ ცხინვალში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

ოკუპირებულ ცხინვალში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ოკუპირებულ ცხინვალში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმის განხილვა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ე.წ. სასამართლოს დახურულ სხდომას თავად ვაჟა გაფრინდაშვილიც ესწრება. ექიმის ინტერესებს კი ვლადიკავკაზელი ადვოკატი იცავს.

საქმეს განიხილავს ოკუპირებული ახალგორის სასამართლო, რომელიც სხდომებს ცხინვალში ატარებს.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს ე.წ საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

"ინტერპრესნიუსი"