"გავაგრძელებ ძალისხმევას, კიდევ დამატებით შევუწყო ხელი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას" - რას აცხადებს ნინო ბურჯანაზე?
"გავაგრძელებ ძალისხმევას, კიდევ დამატებით შევუწყო ხელი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას" - რას აცხადებს ნინო ბურჯანაზე?
გავაგრძელებ ძალისხმევას, კიდევ დამატებით შევუწყო ხელი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას, - ამის შესახებ "ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რითაც ექიმის პატიმრობაში დატოვების ფაქტს გამოეხმაურა.

"მე შემიძლია კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ ყველა შეხვედრაზე, რომელიც მე მქონდა მოსკოვში, რუსმა პოლიტიკოსებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ ხელი შეეწყოთ ვაჟა გაფრინდაშვილის სწრაფად გათავისუფლებისთვის. ეს, კიდევ ერთხელ, დაადასტურა ორი დღის წინ, ჟენევაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ბატონმა რუდენკომ. სასამართლო პროცესის ნაადრევად, პარასკევს დანიშვნამ, მე
გამიჩინა მოლოდინი, რომ გათავისუფლების პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდებოდა. როგორც ჩანს, წარმოიშვა დამატებითი პრობლემა პროცესზე, რომლის გათვალისწინებაც მე არ შემეძლო. მე გავაგრძელებ ძალისხმევას, კიდევ დამატებით შევუწყო ხელი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას",- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ინფორმაციას "ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრაობის" პრესსამსახური ავრცელებს.

"ინტერპრესნიუსი"

000
14 დეკემბერი 2019 15:57
ამის ფანტაზიებმა უკვე დაგვღალა მისი და მისი ოჯახის კეთილდღეობის ბრძოლაში.
ენგურელი
14 დეკემბერი 2019 09:43
ნუ მიაწერთ ევროპას ბატონ ვაჟას განთავისუფლებას,ეს მხოლოდ რუსეთის ნებაზეა დამოკიდებული და ქალ ნინოს მოლაპარაკებების შედეგი იქნება.
...
14 დეკემბერი 2019 03:25
Aba shen ici, sheni versiit batoni vazha dges ukve sahlshi unda yofiliyo.

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა