"გავაგრძელებ ძალისხმევას, კიდევ დამატებით შევუწყო ხელი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას" - რას აცხადებს ნინო ბურჯანაზე? - კვირის პალიტრა

"გავაგრძელებ ძალისხმევას, კიდევ დამატებით შევუწყო ხელი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას" - რას აცხადებს ნინო ბურჯანაზე?

გავაგრძელებ ძალისხმევას, კიდევ დამატებით შევუწყო ხელი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას, - ამის შესახებ "ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რითაც ექიმის პატიმრობაში დატოვების ფაქტს გამოეხმაურა.

"მე შემიძლია კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ ყველა შეხვედრაზე, რომელიც მე მქონდა მოსკოვში, რუსმა პოლიტიკოსებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ ხელი შეეწყოთ ვაჟა გაფრინდაშვილის სწრაფად გათავისუფლებისთვის. ეს, კიდევ ერთხელ, დაადასტურა ორი დღის წინ, ჟენევაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ბატონმა რუდენკომ. სასამართლო პროცესის ნაადრევად, პარასკევს დანიშვნამ, მე გამიჩინა მოლოდინი, რომ გათავისუფლების პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდებოდა. როგორც ჩანს, წარმოიშვა დამატებითი პრობლემა პროცესზე, რომლის გათვალისწინებაც მე არ შემეძლო. მე გავაგრძელებ ძალისხმევას, კიდევ დამატებით შევუწყო ხელი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას",- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ინფორმაციას "ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრაობის" პრესსამსახური ავრცელებს.

"ინტერპრესნიუსი"