"ვერაფრით მივესალმები ერეკლე კუხიანიძის პოსტს - სამწუხაროდ, მას ალბათ, ემოციებმა სძლია" - კვირის პალიტრა

"ვერაფრით მივესალმები ერეკლე კუხიანიძის პოსტს - სამწუხაროდ, მას ალბათ, ემოციებმა სძლია"

"ვერანაირად ვერ მივესალმები ერეკლე კუხიანიძის პოსტს, სამწუხაროდ, მას ალბათ, ემოციებმა სძლია და ისეთი კომენტარი გააკეთა, რაც არ შეესაბამება არც სინამდვილეს და არ ასახავს რეალობას", - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. ამით ცქიტიშვილი გამოეხმაურა "ქართული ოცნებიდან" საკრებულის დეპუტატის ერეკლე კუხიანიძის სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას, სადაც ის ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს პროვოკაციაში ადანაშაულებს. მინისტრის შეფასებით, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრების განცხადებების მიუხედავად, ასეთი კრიტიკული მინიშნებები მიუღებელია.

"ვერანაირად ვერ მივესალმები ერეკლე კუხიანიძის პოსტს. სამწუხაროდ, მას ალბათ ემოციებმა სძლია და ისეთი კომენტარი გააკეთა, რაც არ შეესაბამება არც სინამდვილეს და არ ასახავს რეალობას. აქედან გამომდინარე, უმჯობესია ემოციები ყველამ გვერდზე გადავდოთ და გავაძლიეროთ ძალისხმევა, რათა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს ოჯახს. მთლიანობაში მესმის, რომ ძალიან ემოციური ფონია, ყველასთვის ძალიან რთულია, რომ ჩვენი მოქალაქე უკვე 36 დღეა პატიმრობაში იმყოფება და კარგად მესმის, რომ ყველაზე მძიმე ეს ფაქტი არის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახისთვის. მიუხედავად იმისა, რა კომენტარებსაც არ უნდა ვისმენდეთ ოჯახის მხრიდან, რა თქმა უნდა, მიუღებელია რაიმე სახის ასეთი კრიტიკული მინიშნებები. უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს ჩვენს ძალისხმევას საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან და იმედი გვაქვს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი მალე დაუბრუნდება ოჯახს", - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

იხილეთ ასევე: ამილახვრების შთამომავალი და ნუცა კუხიანიძის მამა - ვინ არის კაცი, რომელმაც ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა?

"ინტერპრესნიუსი"