"უსამართლობაა, ადამიანი, ექიმი, რომელმაც გადაკვეთა საოკუპაციო ხაზი კეთილი ნებით, კეთილი სურვილებით, დღეს იყოს ასეთ მდგომარეობაში"
"უსამართლობაა, ადამიანი, ექიმი, რომელმაც გადაკვეთა საოკუპაციო ხაზი კეთილი ნებით, კეთილი სურვილებით, დღეს იყოს ასეთ მდგომარეობაში"
ევროპა არის საქართველოს წარსული, ევროპა არის საქართველოს დღევანდელი დღე და ევროპა არის საქართველოს მომავალი, - ამის შესახებ გიორგი გახარიამ "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობას ეძღვნება.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო ევროპასთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ეს ყველაფერი ქვეყანამ "ქართული ოცნების" ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან ერთად შეძლო.

"ყველას კარგად გვესმის, რომ დღეს არ გვილხინს ყველას, მაგრამ ის, რაც
ჩვენ გავაკეთეთ ბოლო წლების განმავლობაში, მაშინ, როდესაც არასოდეს არ გვქონია ევროპასთან ისეთი ახლო ურთიერთობა, როგორიც დღეს, ჩვენ გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა ევროპასთან ეკონომიკურ კონტექსტში. დღეს თითოეულ ქართველს შეუძლია უვიზოდ იმოგზაუროს ევროპაში. ეს მოხდა ბოლო წლების განმავლობაში და ჩვენ თითოეულმა ამასთან ერთად უნდა ვიამაყოთ იმით, რაც გველოდება
წინ. ამ ყველაფერს მივაღწიეთ ჩვენს ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან ერთად", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ არიან ძალები, "რომლებიც ეწინააღმდეგებიან ჩვენს ევროპულ გზას, ჩვენი გზა და ევროპულობა არის ჩვენი წარსული, დღევანდელი დღე და ჩვენი მომავალი".

"ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ არიან ძალები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ჩვენს ევროპულ გზას. უსამართლობაა, ადამიანი, ექიმი, რომელმაც გადაკვეთა საოკუპაციო ხაზი კეთილი ნებით, კეთილი სურვილებით, დღეს, იყოს ასეთ მდგომარეობაში. მიუხედავად ამისა, ჩვენ ამას გავუძლებთ, გავაგრძელებთ გზას წინ და ჩვენი გზა იქნება საბოლოო გამარჯვება ევროპაში. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ჩვენი წარსული. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, საიდან მოვდივართ, ამიტომ თითოეული ჩვენგანის ევროპული გზა უნდა ეყრდნობოდეს ჩვენს ტრადიციებს. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ჩვენი გზა და ჩვენი ევროპულობა არის ჩვენი წარსული, ჩვენი დღევანდელი დღე და ჩვენი მომავალი. გილოცავთ დღევანდელ დღეს! ჩვენი ტრადიციებით, ჩვენი წარსულით, ჩვენი კულტურით, ჩვენი ტოლერანტობით, რწმენით და ეკლესიით - ჩვენი გზა და ჩვენი საბოლოო გამარჯვება ევროპაშია", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რომელი პრობლემის მოგვარება უნდა იყოს პრიორიტეტული საქართველოს ხელისუფლებისთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რომელი პრობლემის მოგვარება უნდა იყოს პრიორიტეტული საქართველოს ხელისუფლებისთვის?