"იყო ქართველი ნიშნავს მღეროდე "მრავალჟამიერს", ცეკვავდე ხორუმს, წერდე "ვეფხისტყაოსანს", უძღვებოდე ქართულ სუფრას და..."
14-12-2019
"იყო ქართველი ნიშნავს მღეროდე "მრავალჟამიერს", ცეკვავდე ხორუმს, წერდე "ვეფხისტყაოსანს", უძღვებოდე ქართულ სუფრას და..."
"იყო ქართველი, ნიშნავს - მღეროდე "მრავალჟამიერს", ქმნიდე პოლიფონიას, ცეკვავდე ხორუმს, წერდე "ვეფხისტყაოსანს", უძღვებოდე ქართულ სუფრას და შენს თავში ატარებდე ვაჟა-ფშაველას", - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა თავისუფლების მოედანზე გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო ევროპაში არა უბრალოდ ფორმალურად უნდა დაბრუნდეს, არამედ თავისი "კაშკაშა ადგილი უნდა დაიმკვიდროს ევროპის თანავარსკვლავედში".

ივანიშვილის განცხადებით, საქართველო ევროპაში ხელცარიელი არ ბრუნდება.

"შვიდი წლის წინ, ამ მოედანზე, ჩვენ, პრაქტიკულად
მთელი ქვეყანა, სწორედ თავისუფლებისა და ღირსების დაბრუნებისთვის გავერთიანდით. დღესაც, ამავე ადგილას, კვლავ ევროპული არჩევანის უპირობო ერთგულებამ გაგვაერთიანა. რას ნიშნავს ჩვენთვის ევროპა? ევროპა უპირველესად ანტიკურ საბერძნეთში ჩასახული დემოკრატია, "მართალი სამართალი" და ქრისტიანული სულია; ევროპა ტოლერანტობა და მრავალფეროვნებაა. ამ ფასეულობებს ორგანულად ნაზიარები, მრავალსაუკუნოვანი უწყვეტი კულტურის მქონე ერი,
თამამად და ამაყად ვაცხადებთ, რომ ჩვენ ვართ ევროპელები და ევროპის დიდ ოჯახში ჩვენ ხელცარიელები არ ვბრუნდებით.

საქართველო - "ვეფხისტყაოსნის" ცივილიზაციაა, სადაც უცხოს მიღება და განსხვავებული კულტურების თანაარსებობა, დეკლარაციებით კი არ არის დანერგილი, არამედ ჩვენი იდენტობის ნაწილია. ჩვენში ქრისტიანობა კაბადოკიელმა ნინომ შემოიტანა, რომელსაც სომეხმა შუშანიკმა, არაბმა აბომ და სპარსმა ევსტათიმ უერთგულეს. ჩვენში "ლეკვი ლომისა" მაშინვე თანასწორი იყო და სწორედ ეს გვაყალიბებდა იმთავითვე ევროპელებად. ჩვენ, ჯერ კიდევ მეთორმეტე საუკუნეში, ევროპაში პირველებმა გავამეფეთ ქალი, ჩავსახეთ პარლამენტარიზმის პირველი ნიშნები და სწორედ საქართველოში, შოთა რუსთაველმა დაარწია პირველად ევროპული ჰუმანიზმის აკვანი.

იყო მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური საქართველოს შვილი, ანუ იყო ქართველი, ნიშნავს - მღეროდე "მრავალჟამიერს", ქმნიდე პოლიფონიას, ცეკვავდე ხორუმს, წერდე "ვეფხისტყაოსანს"; იყო ქართველი - ნიშნავს უძღვებოდე ქართულ სუფრას, შენს თავში ატარებდე ვაჟა-ფშაველას.

საქართველო ევროპაში არა უბრალოდ, ფორმალურად უნდა დაბრუნდეს, არამედ თავისი კუთვნილი, კაშკაშა ადგილი უნდა დაიმკვიდროს ევროპის თანავარსკვლავედში", - განაცხადა ივანიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო

16 დეკემბერი 2019 11:39
შენ ჯერ ქართული ლაპარაკი ისწავლე და მერე. ისე ახსენე საქართვო და ქართველი ხალხი შენ რომ ერი გიყვარდეს განა თვალებს დასთხრიდი და ლოგინში ჩაცხრილავდი მძინარე ახალგაზრდებს იმ ახალგაზრდებს რომლებსაც სამშობლოს სიყვარულისთვის აპატიმრებ და ფეხქვეშ ათელინებ შენს მონად ქცეულ სპეცნაზმელებს ახლა კი ისინი გჭირდებიან და ატყუებ რაღაცეებს მაგრამ ეს ახალგაზრდები ისინი არ არიან რომ თქვენს მახეს წამოდგნენ ესენი თუ დააკვირდები თქვენზე უკეთ განათლებულები და სამშობლოს პატრიოტი ადამიანები არიან რომელთაც გულზედ ფიქრის ნაცვლად სამშობლოს სიყვარული ამოძრავებთ ამიტომაც არის რომ არაფერს არ უშინდებიან თვალების დათხრასაც კი მათ არ უნდათ შენი ჭკუაზედ დარიგება მათ უკეთ იციან სად და როგორ მოიქცნენ
15 დეკემბერი 2019 22:17
Culukianms axal saemigracio kanonze daicko mushaoba, romlis tanahmadac saqartvelos moqalaqeobis migebis msurvelebma sami gamocda unda chaabaron. Kerzod: cekva xorumi, simgera mravalzhamieri da unda dhezlon qartuli sufris tamadoba.
15 დეკემბერი 2019 18:43
Gmerto ise nu momklav bizinas xorumi da mravalzhamieri ar manaxo missave tamadobit gashlil qartul sufraze ))

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რომელი პრობლემის მოგვარება უნდა იყოს პრიორიტეტული საქართველოს ხელისუფლებისთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რომელი პრობლემის მოგვარება უნდა იყოს პრიორიტეტული საქართველოს ხელისუფლებისთვის?