ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრების მესამე რაუნდი იმართება - კვირის პალიტრა

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრების მესამე რაუნდი იმართება

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრების მესამე რაუნდი გაიმართება. პირველი ორი შეხვედრის მსგავსად, ოპოზიცია და ხელისუფლება დღესაც, მოლაპარაკებებს დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობით გამართავს.

შეხვედრის მთავარი თემა დღესაც საარჩევნო სისტემა იქნება.

შეხვედრა სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" 12:00 საათზე დაიწყება.

"ინტერპრესნიუსი"