მიხეილ ყაველაშვილი სერგო რატიანს და თინა ბოკუჩავას - ციხეში იმიტომ არ გიშვებთ, რომ სუნი არ დააყენოთ - კვირის პალიტრა

მიხეილ ყაველაშვილი სერგო რატიანს და თინა ბოკუჩავას - ციხეში იმიტომ არ გიშვებთ, რომ სუნი არ დააყენოთ

ციხეში იმიტომ არ გიშვებთ, რომ სუნი არ დააყენოთ, - ასე მიმართა უმრავლესობის დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს სერგო რატიანსა და თინა ბოკუჩავას ბიუროს სხდომაზე.

სერგო რატიანის მიმართვას პარლამენტის თავმჯდომარისადმი, რომლითაც ის 20 ივნისს დაკავებული პირების მონახულებას ითხოვდა, მიხეილ ყაველაშვილმა რეპლიკით უპასუხა, რასაც შემდეგ ოპოზიციონერი დეპუტატების გაღიზიანება მოჰყვა.

"სუნი დგას აქ, ახლა ლაპარაკობთ ნორმალურად? ძალიან სერიოზულ საკითხზე შემოვედით, აწამებთ ადამიანებს, ნაწამები არიან ადამიანები, ჩვენ კარგი, არ გადარდებთ, მაგრამ პარლამენტის თანამშრომლები არ გადარდებდათ? არ გეცოდებოდათ? თქვე უსირცხვილოებო მართლა", - აღნიშნა ყაველაშვილმა.

დეპუტატები ერთმანეთს მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციის წევრებს უთხრა, რომ ციხეში პატიმრების მოსანახულებლად მათ იმიტომ არ უშვებენ, რომ "სუნი არ დააყენონ".

"უსაფრთხოების მიზნით ვერ შეგიშვებენ. მოაწყობთ იქ რაღაცებს. შეუშვით ერთი, შეუშვით და რას უზამენ პატიმრები არ გაინტერესებთ?" - განაცხადა ყაველაშვილმა.

თავის მხრივ, რატიანმა და თინა ბოკუჩავამ უმრავლესობის წევრებს უპასუხეს, რომ "სუნი ბიუროს სხდომაზე დგას". ამასთან, სერგო რატიანმა ყაველაშვილს ციხეში ერთად შესვლა შესთავაზა.

გარდა ამისა, მიხეილ ყაველაშვილმა სერგო რატიანს "კასრების საქმე" შეახსენა. რატიანმა კი უმრავლესობას "რაფალიანცის საქმის გამპრავებლები" უწოდა.

"ინტერპრესნიუსი"