"ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით, ერეკლე კუხიანიძე უმრავლესობის რიგებს დატოვებს - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით, ერეკლე კუხიანიძე უმრავლესობის რიგებს დატოვებს

საკრებულოს წევრი "ქართული ოცნებიდან" ერეკლე კუხიანიძე უმრავლესობის რიგებს დატოვებს. ამის შესახებ მედიასთან ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბექა დავითულიანმა გააკეთა.

მისი თქმით, ერეკლე კუხიანიძის მიერ უმრავლესობის რიგების დატოვების შესახებ გადაწყვეტილება თავად მმართველი პარტიის უმრავლესობამ მიიღო.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს წევრმა "ქართული ოცნებიდან" ერეკლე კუხიანიძემ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა და მათ "იდიოტები" უწოდება. კუხიანიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ როდესაც ადამიანმა იცის, რომ ოკუპანტი დაიჭერს და მაინც მიდის სპეციალურად, ხოლო მისი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება, მისი შეფასებით, ეს ნიშნავს, რომ "იდიოტები ან პროვოკატორები არიან".

იხილეთ ასევე: ამილახვრების შთამომავალი და ნუცა კუხიანიძის მამა - ვინ არის კაცი, რომელმაც ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა?

"ინტერპრესნიუსი"