კლინიკაში, სადაც ცოტნე გამსახურდიაა მოთავსებული, პრეზიდენტი მივიდა
კლინიკაში, სადაც ცოტნე გამსახურდიაა მოთავსებული, პრეზიდენტი მივიდა
ხეჩინაშვილის კლინიკაში, სადაც პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდიაა მოთავსებული, პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მივიდა.

ზურაბიშვილი გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას პირადად გაეცნობა.

შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია წუხელ დაჭრეს. ექიმის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა არის ძალიან მძიმე.

"ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა. დღეს, რაიმე ტიპის ქირურგიული ჩარევა დაგეგმილი არ გვაქვს, თუმცა გამორიცხული არ არის, რაღაც პერიოდის შემდეგ განმეორებითი ჩარევა დაგვჭირდეს. პაციენტი მართვით სუნთქვაზეა. მრავლობითი ჭრილობები აქვს, არა მხოლოდ გულ-მკერდის არეში, თავის არეშიც.
ახლა მედიკამენტოზური ძილის ქვეშ იმყოფება", - განაცხადა ნიკოლოზ კვაჭაძემ.


"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები