კლინიკაში, სადაც ცოტნე გამსახურდიაა მოთავსებული, პრეზიდენტი მივიდა - კვირის პალიტრა

კლინიკაში, სადაც ცოტნე გამსახურდიაა მოთავსებული, პრეზიდენტი მივიდა

ხეჩინაშვილის კლინიკაში, სადაც პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდიაა მოთავსებული, პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მივიდა.

ზურაბიშვილი გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას პირადად გაეცნობა.

შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია წუხელ დაჭრეს. ექიმის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა არის ძალიან მძიმე.

"ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა. დღეს, რაიმე ტიპის ქირურგიული ჩარევა დაგეგმილი არ გვაქვს, თუმცა გამორიცხული არ არის, რაღაც პერიოდის შემდეგ განმეორებითი ჩარევა დაგვჭირდეს. პაციენტი მართვით სუნთქვაზეა. მრავლობითი ჭრილობები აქვს, არა მხოლოდ გულ-მკერდის არეში, თავის არეშიც. ახლა მედიკამენტოზური ძილის ქვეშ იმყოფება", - განაცხადა ნიკოლოზ კვაჭაძემ.

იხილეთ ასევე: ცოტნე გამსახურდია, ერთ-ერთი ვერსიით, იმ პირმა დაჭრა, რომლის დაჭრისთვის, თავის დროზე თვითონ გამსახურდია იყო დაკავებული

"ინტერპრესნიუსი"