ვახტანგ გომელაურმა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაჭრილი პოლიციელი მოინახულა - კვირის პალიტრა

ვახტანგ გომელაურმა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაჭრილი პოლიციელი მოინახულა

ბათუმში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დაჭრილი პოლიციელი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოინახულა, - აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, ვახტანგ გომელაურთან ერთად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ადგილობრივი მთავრობის წევრებიც იმყოფებოდნენ.

არსებული ინფორმაციით, ამ დროისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ბათუმში, პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ხვდება.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, ორი დღის წინ, პატრული დაჭრეს, ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება და მკურნალობას გადის.