"ქართული ოცნების" ბუღალტრები სხედან და ანგარიშობენ, რათა რაიმე ხერხით შეინარჩუნონ ძალაუფლება" - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნების" ბუღალტრები სხედან და ანგარიშობენ, რათა რაიმე ხერხით შეინარჩუნონ ძალაუფლება"

"ქართული ოცნება" ოპოზიციურ პარტიებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივით მიმართავს.

კერძოდ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, მათი ინიციატივაა, რომ შემდეგი არჩევნები ჩატარდეს შერეული საარჩევნო სისტემით, რომელშიც 100 დეპუტატს პროპორციული წესით, 50-ს კი მაჟორიტარული წესით აირჩევენ.

აღნიშნულ ინიციარტივასთან დაკავშირებით, ექსპერტი გია ხუხაშვილი გვესაუბრება:

- იქმნება განცდა, რომ "ქართული ოცნების" საარჩევნო ბუღალტრები მუდმივად განიხილავენ ვარიანტებს, როგორ მიიღონ უპირატესობა სხვა პარტიებთან შედარებით. მათი ამოცანაა ნებისმიერი მეთოდით შეინარჩუნონ ძალაუფლება და ამასთანავე, სახეც არ დაკარგონ, არადა, ორივე ერთად შეუძლებელია. თვითონ გახდნენ ამ კრისზისის მთავარი პროვოკატორები და ინიციატორები. ნაწილობრივ ქვეყნის განვითარების ვექტორს შეუქმნეს საფრთხე - დასავლეთი გაანაწყენეს და სახელმწიფოც დააზიანეს. მიუხედავად ამისა, მათი საარჩევნო ბუღალტრები სხედან, ანგარიშობენ და ცდილობენ უპირატესობა მიიღონ სხვა სუბიექტებთან და რაიმე ხერხით შეინარჩუნონ ძალაუფლება.

- ოპოზიციის წარმომადგენლება გააკრიტიკეს "ქართული ოცნების" ახალი ინიციატივა და თქვენი აზრით, ღირს თუ არა ამ ინიციატივის განხილვა? - ეს წინა ინიციატივაზე უკეთესია, თუმცა "ქართული ოცნება" მოსახლეობას ასავე სთავაზობს დამატებით ინიციატივას, რომ თუ შეიქმნება რიგგარეშე არჩევების საჭიროება, ის შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება, სასაცილოა, ხელისუფლება ყველგან ეძებს სათავისო სარგებელს. ხელისუფლებას იმისთვის ვქირაობთ, რომ სახელმწიფო საქმეებს მიხედონ და მასზე იზრუნონ. ამ დროს კი იმის დემონსტრირება ხდება, - სახელმწიფო ინტერესები "წყალსაც წაუღია", მთავარია ძალაუფლება შევინარჩუნოთო. ეს იწვევს მუდმივ არასტაბილურობას. ხელისუფლებაში ვაჭრებივით იქცევიან.

- არსებობს თუ არა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების რესურსი? - მათივე ინტერესებში უნდა შედიოდეს, რომ ხელისუფლება დათმობაზე წავიდეს. რეპუტაციის დაბრუნება არ უნდათ!? ვერ ვიქნები ოპტიმისტი, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ხელისუფლება მიწაზე დაეცემა და რეალურ დათმობებზე წავა.

ელენე მეტრეველი (სპეციალურად საიტისთვის)