სალომე ზურაბიშვილი 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა - კვირის პალიტრა

სალომე ზურაბიშვილი 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა

დიდუბეში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, 15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პანაშვიდზე ასევე იმყოფებოდნენ პოლიტიკოსები.

შეგახსენებთ, რომ 15 წლის მოზარდი, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოში გარდაიცვალა. 15 წლის ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანია დაკავებული.

"ინტერპრესნიუსი"