"ახალი პარტიების შექმნას მივესალმები - ერთი და იგივე სახეებს, სიბოროტის და ცუდის მეტი არაფერი გაუკეთებიათ" - კვირის პალიტრა

"ახალი პარტიების შექმნას მივესალმები - ერთი და იგივე სახეებს, სიბოროტის და ცუდის მეტი არაფერი გაუკეთებიათ"

ახალი პარტიების შექმნას ქვეყანაში, ახალი სახეების წარმოჩენას, მხოლოდ და მხოლოდ დადებითად მივესალმები, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მოძრაობა "ლელოს" პარტიად ჩამოყალიბების საკითხის კომენტირებისას განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ძველ პარტიებს და სახეებს 20-25 წლის განმავლობაში ცუდის მეტი არაფერი უკეთებიათ.

"ზოგადად, ახალი პარტიების შექმნას მივესალმები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე, მივესალმები ახალ სახეებს და არა ერთი და იგივე სახეებს, ვისაც ხალხი 20-25 წლის განმავლობაში ვხედავთ და სიბოროტის, ცუდის მეტი არაფერი გაუკეთებიათ, თუნდაც ინდივიდუალურად ან თუნდაც კონკრეტული პარტიების სახით. შესაბამისად, ახალი პარტიების შექმნას ქვეყანაში და ახალი სახეების წარმოჩენას, მხოლოდ და მხოლოდ დადებითად მივესალმები", - განაცხადა კალაძემ.

"ინტერპრესნიუსი"