"მადლობა ყველას, ვინც გულთან მიიტანა ჩემი სიტუაცია" - ვაჟა გაფრინდაშვილის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ - კვირის პალიტრა

"მადლობა ყველას, ვინც გულთან მიიტანა ჩემი სიტუაცია" - ვაჟა გაფრინდაშვილის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ

სრულიად მოულოდნელი იყო, არც ველოდებოდი რომ დღეს ეს მოხდებოდა ჩემი გათავისუფლება, - ამის შესახებ ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ განაცხადა, რომლის კომენტარსაც სახელმიწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

ექიმი მადლობას უხდის თითოეულ ადამიანს, ვინც მხარდაჭრას გამოხატავდა მის მიმართ.

"გუშინ მითხრეს, რომ 31 დეკემბერს იყო სააპელაციო სასამართლო, ჯერ ემოციებით ვართ დატვირთული და ძნელია გითხრათ რამე. პირველ რიგში, მადლობა გითხრათ ყველას ვინც გულთან მიიტანა ჩემი ეს სიტუაცია მთავრობა იქნება, ეს პარლამენტი, პოლიცია თუ ვინ. მადლობა ჩემს ლამაზ მეუღლეს და ბრწყინვალე შვილებს და ყველას ვინც გვერდში მედგა, ყველას დიდი მადლობა", - განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

იხილეთ ვიდეო