როდის გამოსცემს სალომე ზურაბიშვილი პატიმარების შეწყალების აქტს? - კვირის პალიტრა

როდის გამოსცემს სალომე ზურაბიშვილი პატიმარების შეწყალების აქტს?

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პატიმარების შეწყალების მორიგ აქტს საშობაოდ გამოსცემს. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.

მათივე ცნობით, შეწყალების აქტის გამოცემა წინასაახალწლოდ არ იგეგმება.

რაც შეეხება ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის საკითხს, ჯერჯერობით უცნობია, შეიწყალებს თუ არა მას პრეზიდენტი.

"ინტერპრესნიუსი"