"მერაბიშვილი პოლიტიკურ აქტიურობას გააგრძელებს" - სად ვიხილავთ ქვეყნის ყოფილ "ხერხემალს"? - კვირის პალიტრა

"მერაბიშვილი პოლიტიკურ აქტიურობას გააგრძელებს" - სად ვიხილავთ ქვეყნის ყოფილ "ხერხემალს"?

ყოფილი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის პატიმრობის ვადა იწურება. ის ციხეს 20 თებერვალს დატოვებს, დიდი ალბათობით, ამით პოლიტიკურ ნეიტრალიტეტსაც დაასრულებს და აქტიურ საქმიანობას შეუდგება.

"ნაციონალური მოძრაობა" თუ "ევროპული საქართველო"? სად წავა ქვეყნის ყოფილი "ხერხემალი", უახლოეს მომავალში გამოჩნდება. როგორც მისმა ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" რამდენიმე ხნის წინ განაცხადა ადვოკატ  თქმით, მერაბიშვილი პოლიტიკურ აქტიურობას აუცილებლად გააგრძელებს.

გთავაზობთ ნაწყვეტს სტატიიდან:

გიორგი ჩივიაშვილი: - 20 თებერვალს ვანო მერაბიშვილი სრულად მოიხდის სასჯელს, მას ვეღარ მიუსჯიან იმაზე მეტს, რამდენიც მოიხადა. ამიტომ ტელეკომპანია "იმედთან" დაკავშირებული ის სასჯელიც მოხდილად ჩაეთვლება, რომლის პროცესებიც სასამართლოში ისევ გრძელდება. როგორც ვიცი, ბატონი ვანო პოლიტიკურ აქტიურობას აუცილებლად გააგრძელებს, მაგრამ, სად, როგორ, ვისთან, ნამდვილად არ ვიცი.

- ვინ ინახულა დეპუტატებიდან ყველაზე მეტჯერ მერაბიშვილი?

- კიდევ გიმეორებთ, გარდა იმისა, რომ მერაბიშვილი გამოდის ციხიდან 2020 წლის 20 თებერვალს, სხვა რამის თქმა დღეს არ შემიძლია.

"ვინც დღეს "ევროპულ საქართველოშია", მერაბიშვილი მათთან მეგობრობდა"

მერაბიშვილის პოლიტიკური მომავლის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ "ნაცმოძრაობაშიც". პარტიის წევრი მურთაზ ზოდელავა ამბობს, რომ ეს თავად მერაბიშვილის გადასაწყვეტია, ხოლო თუ რას ფიქრობენ "ევროპულ საქართველოში" მერაბიშვილის პოლიტიკურ მომავალზე, "კვირის პალიტრა" პარტიის წევრს, დავით დარჩიაშვილს ესაუბრა.

- იმედია, 20 თებერვალს ვანო ნამდვილად დატოვებს ციხეს. ივანიშვილის დამოკიდებულება მერაბიშვილის მიმართ გაცდენილია სამართლებრივ მხარეს. ყველა მეთოდი გამოიყენეს, რომ ის აშკარად პოლიტიკური ნიშნით დევნილი გამხდარიყო. აქამდე სწორედ ივანიშვილის კაპრიზის გამო არ გაათავისუფლეს. იხილეთ სრულად