არეულობა და დაპირისპირება სოხუმში - მომიტინგეები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრას ცდილობენ - კვირის პალიტრა

არეულობა და დაპირისპირება სოხუმში - მომიტინგეები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრას ცდილობენ

აფხაზური მედიის ინფორმაციით, მომიტინგეთა ნაწილი, რომელიც დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავდა, შენობაში შეჭრას ცდილობს.

მათივე ცნობით, აქციაზე დაახლოებით 1000 მომიტინგე იმყოფება. დაფიქსირდა ფიზიკური დაპირისპირება ე.წ. სამართალდამცველებსა და მოსახლეობას შორის.

ცოტა ხნით ადრე, აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საკასაციო საჩივრის მოსმენა დაიწყო ყოფილი ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატის, ოპოზიციური პარტია "ამცახარას" ლიდერის, ალხას კვიცინიას სარჩელზე. სარჩელი გულისხმობს, რომ გადაწყვეტილება "სახელმწიფოს მეთაურის არჩევის შესახებ" გამოცხადდეს ბათილად.

აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გასული წლის 8 სექტემბერს გაიმართა, სადაც დე-ფაქტო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამჟამინდელმა დე-ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ 47.39%-ით გაიმარჯვა, მოსახლეობის 46,17%-მა კი ხმა ალხას კვიცინიას მისცა.

"ამცახარა" "არჩევნების" შედეგებს არ აღიარებს და მის გაბათილებას ითხოვს.

იხილეთ ასევე: სოხუმში მომიტინგეები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ

"ინტერპრესნიუსი"