რუსეთის ე.წ. საელჩო აფხაზეთში განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

რუსეთის ე.წ. საელჩო აფხაზეთში განცხადებას ავრცელებს

რუსეთის ე.წ. საელჩო ოკუპირებულ აფხაზეთში თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, თავი შეიკაონ იმ ადგილებზე ყოფნისგან, სადაც საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

"ჩვენ ვაკვირდებით სოხუმში ვითარების განვითარებას ოპოზიციის მხარდამჭერების მიერ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრასთან დაკავშირებით. გარდა ქალაქის ცენტრისა, დედაქალაქში ვითარება სტაბილურია. რუსებს, რომლებიც სოხუმში იმყოფებიან ვურჩევთ, თავი აარიდონ ადგილებს, სადაც საპროტესტო აქციები მიმდინარეობს".

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ სოხუმში მომიტინგეები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. მათ ფანჯრის მინები ჩაამსხვრიეს და შენობის შიგნით შეღწევა მოახერხეს. ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად გამოცხადებასა და რაულ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვს.

"ინტერპრესნიუსი"