ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატებმა დადგენილების პროექტი მიიღეს, რომლითაც რაულ ხაჯიმბას მიმართავენ ვადაზე ადრე გადადგეს - კვირის პალიტრა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატებმა დადგენილების პროექტი მიიღეს, რომლითაც რაულ ხაჯიმბას მიმართავენ ვადაზე ადრე გადადგეს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატებმა დადგენილების პროექტი მიიღეს, რომლითაც დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას მიმართავენ ვადაზე ადრე გადადგეს "სახელმწიფოს მეთაურის" თანამდებობიდან.

დადგენილებას მხარი დაუჭირა 19-მა "დეპუტატმა", ოთხის წინააღმდეგ, ერთმა თავი შეიკავა.

მანამდე "პარლამენტარებმა" რაულ ხაჯიმბას ე.წ. სახელმწიფო აგარაკზე მომიტინგეთა ყველა მოთხოვნა გადასცეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს "დეპუტატმა" ლეონიდ ჩამაგუამ განუცხადა, რომელიც ოთხ "დეპუტატთან" ერთად იმყოფებოდა ხაჯიმბასთან. ჩამაგუას თქმით, ხაჯიმბას პასუხი იყო, რომ ამ დროისთვის გადადგომას არ აპირებს.

"ინტერპრესნიუსი"