სერგი კაპანაძე: "მალე იმაზე მეტ ხალხს გამოვიყვანთ ქუჩაში, ვიდრე ხელისუფლებას წარმოუდგენია"
სერგი კაპანაძე: "მალე იმაზე მეტ ხალხს გამოვიყვანთ ქუჩაში, ვიდრე ხელისუფლებას წარმოუდგენია"
გაერთიანებული ოპოზიცია ამბობს, რომ ქვეყანაში მძიმე­ პოლიტიკური კრიზისია და უახლ­ოეს მომავალში საბოლოო სამოქმედო­ გეგმაზე შეჯერდება. "რამდენიმე­ ძალიან სერიოზულ შეტყობინებას­ ველოდებით, მათ შორის, ვაშინგტონიდან და ბრიუსელიდან...­ ნება მომეცით, არ დაგისახელოთ კონკრე­ტული წყარო, ვისთან გვაქვს ურთიერთობა", - განაცხადა "ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ. "ევროპული საქართველოს"­ ლიდერი გიგა ბოკერია კი ამბობს, რომ ივანიშვილისთვის არსებობს ორი სცენარი - ცუდი და ძალიან ცუდი. "ქვეყნისთვის სჯობს, ივანიშვილმა ცუდი სცენარი აირჩიოს. იმ შეურაცხყოფის მერე, რაც საზოგადოებას მიაყენა,
არსებობს მთავარი დაკვეთა - მისი ჩამოცილება ხელისუფლებიდან, რაც სასურველია პროპორციული, თავისუფალი არჩევნებით, ან შედარებით თავისუფალი არჩევნებით. თუ ის ასლან აბაშიძის გზას გააგრძელებს, გააკეთებს ძალიან ცუდ, მისთვის პოლიტიკურად ტრაგიკულ არჩევანს". უკვე ცნობილია ისიც, რომ გაერთიანებული ოპოზიცია 4 თებერვლიდან მასობრივ საპროტესტო აქციებს იწყებს. "კვირის პალიტრას" "ევროპული საქართველოს"
ერთ-ერთი­ ლიდერი სერგი კაპანაძე ესაუბრა:

- მას შემდეგ, რაც საპარლამენტო სესია დაიწყება, ანუ თებერვლის დასაწყისში, თბილისში აქციებს, პიკეტირებას და სირცხვილის კორიდორებს მოვაწყობთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დისკომფორტი შევუქმნათ ბიძინა ივანიშვილს და მის დამქაშებს.

- ამბობთ, რომ მკაცრი იყო ეუთო/ოდირის დასკვნა, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს იყო ფაქტობრივი უზუსტობა­ და ტექნიკური შეუსაბამობა.
- ეუთო/ოდირის დასკვნა მოსამართლეებთან დაკავშირებით იყო უაღრესად კრიტიკული. დასკვნაში ნათქვამი იყო, რომ მოსამართლეები არჩეული იყვნენ პოლიტიკური მოტივით და ამ პროცესს საერთო არაფერი ჰქონდა პროფესიონალიზმსა­ და კეთილსი­ნდისიერებასთან. იმაზეც იყო ლაპარაკი, რომ არ განიხილეს­ ისეთი პრობლემა, როგორიც არაკვ­ალ­იფიციური­ დიპლომ­ებია. პPირდაპირ ეწერა, რომ სასამართლოების არჩევის პროცესი­ ბოიკოტის ფონზე მიმდინარეო­ბდა. იმის დაბრალება, რომ არას­წორ ინფორმაციას ვავრცელებთ ქვეყნის­ შიგნით ან გარეთ, არასერიოზულია.

- თქვენ დაიწყეთ მუშაობა სიაზე, რასაც საზოგადოების რეაქცია მოჰყვა; შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ დასასჯელთა­ სიებს ქმნით, რაც მოსახლეობას უჩენს რევანშის განცდას.
- ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ სიას ეწოდოს 20 ივნისის სია. სიაში იქნებიან ის ადამიანები, ვინც თავიანთი უკანონო ქმედებებით 20 ივნისთან არიან დაკავშირებული. მაგალითად, სპეცრაზმელი, რომელმაც ესროლა სამოქალაქო პირს და ამის გამო არ დაისაჯა; პროკურორი, რომელმაც ბრალი წაუყენა მას, ვინც დაზარალებული იყო და არა მას, ვინც დანაშაული ჩაიდინა; ადამიანები, რომლებმაც იძალადეს კამერების წინაც კი და არ არიან დაკავებული; კადრებზე აღბეჭდილია, როგორ ამტვრევენ ერთ-ერთი ოფისის შუშებს, მაგრამ ისინი არ დააკავეს, ანუ ისინი დღევანდელი სისტემის პირობებში დაუსჯელები დარჩნენ. ჩვენ არავის დასჯას არ ვაპირებთ, ჩვენ გვინდა, რომ ამ ადამიანებს შევუქმნათ დისკომფორტი, მათი სახელები იცოდნენ ჩვენმა პარტნიორებმა; ვაპირებთ ვიმუშაოთ, რომ როგორც მინიმუმ, მათ შეეზღუდოთ გადაადგილება­ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში.

- ამბობთ, რომ სიაში არაკანონიერი ბრძანების შემსრულ­ებლები არიან. რატომ არ უნდა შეიყვანოთ უკანონო ბრძანების გამცემები?
- იმიტომ, რომ არ გვინდა, პოლიტიკური მოწინააღმდეგეების სია მივიღოთ და მერე პოლიტიკური ანგარიშსწორების მცდელობაში დაგვადანაშაულონ.

- ფიქრობთ, რომ ევროპის ქვეყნებში გადაადგილების შეზღუდვა­ მოძალადეებისა და უკანონო დავალებათა შემსრულებლებისთვის ადეკვატური სასჯელია?
- ევროპულ ქვეყნებში მათი გადაადგილება ერთ-ერთი ინსტრუმენტია და არა - ერთადერთი.­ პროცესი გაგრძელდება.

- რით ახსნით იმას, რომ ოპოზიციის უპრეცედენტო გაერთიანებისა და ლიდერების მკვეთრი განცხადებების მიუხედავად, ქუჩაში იმდენი ხალხი ვერ გამოგყავთ, რომ ხელისუფლებას რამე დაათმობინოთ?
- ამ ეტაპზე ჩვენი ამოცანა არ არის, ხელისუფლებას თავები­ ვათვლევინოთ. ხელისუფლებამ რომ რეგიონებიდან ჩამოიყვანა ხალხი, ზოგი ნებით და ზოგი - ძალით, ხომ არ გგონიათ, ყველა მათი მხარდამჭერია? ტყუილად ნუ ექნებათ ამის იმედი. გარწმუნებთ, ძალიან მალე ჩვენ იმაზე მეტ ხალხს გამოვიყვანთ ქუჩაში, ვიდრე ხელისუფლებას წარმოუდგენია. სამწუხაროა, რომ 2020 წელს ხელისუფლება ისევ თავებს ითვლის, თუმცა ამ თავებსაც ძალიან მალე მიიღებს. ეს დრო შორს არ არის.

ხათუნა ბახტურიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
06-07-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
06-07-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა