რა ბრალდებებს უყენებს საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ნინო გვენეტაძესა და მერაბ ტურავას?!
რა ბრალდებებს უყენებს საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ნინო გვენეტაძესა და მერაბ ტურავას?!
საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე­ მამუკა­ ახვლედიანი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის შესახებ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისების განცხადებებზე გვესაუბრება.

- ეუთომ თქვა ის, რაც ყველამ იცის - მოსამართლეთა შერჩევის ახალი ეტაპი­ ფარსი იყო და არ განსხვავდებოდა ჯიბ­იდან ამოღებული 10-კაციანი სიისგან, ოღონდ ოდნავ გააკეთილშობილეს, ვითომ გამჭვირვალობა წაითამაშეს. სინამდვილეში­ ქვეყანას ერთი ჯგუფის არჩეული მოსამარ­თლ­ეები ჰყავს. ეუთო აკვირდება ამ პროცესს და კარგად იციან, რა ხდება­ ჩვენს სასამართლო სისტემაში. ელოდნენ,­ რომ ყველაფერი ნორმალურად
დამთავრდ­ებოდა, მაგრამ როგორც კი დაინახეს, როგორ შემოტრიალდა საქმე, განცხადება გააკეთეს. უფრო მწვავე განცხადებებიც იქნება.

- ასეთი დასკვნების შემდეგ როგორ განვითარდება მოვლენები?
- ძნელია პროგნოზირება, თუმცა ამ ხელისუფლების ხელში არაფერი შეიცვლება­ და არც განმარტებას გააკეთებენ. კარგად იცოდნენ, ამას რა შედეგიც მოჰყვებოდა, მაგრამ მაინც ამ გზას დაადგნენ. მათ
სურთ, მოსამართლეები უფრო დაიქვემდებარონ. "ოცნება" რეალობას თვალს არ უსწორებს. ერთმანეთს იოლად რომ ატყუებენ, ჰგონიათ, სხვებსაც გააცურებენ.

- საინტერესოა, უვადოდ დანიშნული მოსამართლეები რას მოიმოქმედებენ...
- ყველა მათგანი უფრო მეტად მიეკ­ედლება პოლიტიკურ ჯგუფს და მის სასურველ გადაწყვეტილებებს მიიღებენ, ბოლო დროს გახშირებული დაპატიმრებები­ სწორედ ამაზე მიუთითებს. იციან, რომ სხვა შემთხვევაში ძალიან ბევრი მათგანის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.

- ირაკლი შოთაძეს ვიხილავთ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ?
- ვინ იქნება საკონსტიტუციო სასამა­რთლოს თავმჯდომარე, მნიშვნელობა არა აქვს, პოლიტიკური ჯგუფი ვისაც აირჩევს,­ ის იქნება.

- შოთაძის არჩევის შემთხვევაში, რა ძალთა ბალანსი შეიქმნება საკონსტიტუციო სასამართლოში?
- ვითარება სახარბიელო არ იქნება. ვხედავთ, რომ ყველა ცვლილებით დღეს მოქმედი პოლიტიკური ჯგუფი თავის გავლენას აძლიერებს როგორც უზენაეს, ისე საკონსტიტუციო სასამართლოში. გოცირიძისა და ტურავას ხელში რა საკონსტიტუციო სამართალზე შეიძლება ლაპარაკი?!

- თუმცა მერაბ ტურავამ თავის დროზე ხომ გაუწია ამას წინააღმდეგობა?
- მაშინ აპარატის თანამშრომელი ვიყავი და გეტყვით, რომ ეს არ იყო პოლიტ­იკური დევნა. უამრავ დანაშაულზეა ლაპარაკი. წინა ხელისუფლების შეცდომა იყო, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ გადაყენებით დაასრულა და არ გააგრძელა მოკვლევა. ფაქტობრივად, ყველაფერი აპატიეს ტურავას და ახლა შედეგს ვიმკით. მან თანამდებობა "ნაცმოძრაობის" სიძულვილის გამო მიიღო და განაგრძობს იმას, რასაც აკეთებდა.

კომისიაში მეც ვმონაწილეობდი და ვიცი, მოსამართლეებს ბევრი დარღვევა­ ჰქონდათ. დარწმუნებით შემიძლია თქმა, მათი პოლიტიკური დევნა არ ყოფილა.­ ძალიან ბევრი ფაქტი ვიცი ტურავასა და მათ შორის იმ პერიოდის მოსამართლეებზეც. ბევრი დარღვევა და სამართლებრივი აბსურდი გვენეტაძის ხელმოწერით ხდებოდა.

ხელისუფლებამ საგანგებოდ შექმნა კრიზისი, რათა ახალი პირებით არ შეივსოს სასამართლო სისტემა და მხოლოდ მორჩილი მოსამართლეები ჰყავდეს. მათ ჰგონიათ, ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში­ სასამართლო სისტემა იქნება მათი დამცველი. ეს არის შეშინებული ადამიანების ჯგუფი, მხოლოდ ერთმანეთთან საუბრობენ და გარეთ კომუნიკაცია არა აქვთ.

- ანუ შემდეგ ეტაპზეც მოსამართლეთა ე.წ. კლანის დაწინაურებას ვარაუდობთ?
- სახელ-გვარებს მნიშვნელობა არა აქვს, პრობლემა თავად სისტემაშია.

- კვლავ ვიხილავთ თუ არა ჩინჩალაძეს, რომელსაც ერთხელ უკვე მოუწია უარის თქმამ?
- ეს ჯგუფი იმდენად გათავხედდა, სავსებით შესაძლებელია ჩინჩალაძემ განმეორებით დააყენოს თავისი კანდიდატურა.

- ამ დაპირისპირებაში რატომღაც არავის­ ახსოვს ცერცვაძე, რომელსაც ექსპერტები ე.წ. კლანის წევრად მიიჩნევდნენ?
- ცერცვაძე გავიდა სისტემიდან, თუმცა­ ჩადენილ დანაშაულებზე პასუხი უნდა მოეთხოვოს. ცერცვაძე მათ შორის ყველაზე ჭკვიანია, ამიტომაც უფრო დიდ სიბინძურეებში არ მიიღო მონაწილეობა, გაერიდა­ ყველაფერს. ძალაუფლება მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის სასარგებლოდ იმის სანაცვლოდ დათმო, რომ მისი კანდიდატები განხილულიყვნენ სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში. ასე რომ, შემდეგ ეტაპზეც­ მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის მოსამართლეებს შეარჩევენ და მგონი, ხელისუფლებაც შეეცდება წარადგინოს თავისი კანდიდატები, რათა ძალაუფლება გაუყოს კლანს და მარტო ერთ ჯგუფზე არ იყოს დამოკიდებული.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
06-07-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
06-07-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა