ხაჯიმბა: "ვტოვებ უფლებამოსილებას ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებისთვის"
ხაჯიმბა: "ვტოვებ უფლებამოსილებას ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებისთვის"
მინდა გაცნობოთ, რომ ვტოვებ უფლებამოსილებას ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებისთვის, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის გადამდგარი დე-ფაქტო ლიდერის, რაულ ხაჯიმბას მიმართვაშია ნათქვამი.

მისი განცხადებით, მან ყველაფერი გააკეთა, რომ თავიდან აეცილებინა დაპირისპირება მოსახლეობაში და პირობას დებს, რომ მომავალშიც ყველაფერს იზამს "ქვეყნის განვითარებისთვის".

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი, ასლან ბარციცი კი რუსულ მედიასთან აცხადებს, რომ ხაჯიმბა გადადგა "რომ არ დაღვრილიყო სისხლი და შენარჩუნებულიყო სტაბილურობა ქვეყანაში".

შეგახსენებთ, გადამდგარმა დე-ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ ე.წ. პარლამენტს 12 იანვარს
განცხადებით მიმართა, რომ შეწყვეტილიყო მისი უფლემოსილება, რასაც წინ უძღოდა ე.წ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება "საპრეზიდენტო არჩევნების ბათილად გამოცხადების შესახებ". ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები 22 მარტს გაიმართება.

ცნობისთვის, ე.წ. არჩევნები აფხაზეთში 2019 წლის სექტემბერში გაიმართა, სადაც მეორე ტურში რაულ ხაჯიმბამ,
ოპოზიციური პარტიის "ამცახარას" ლიდერი, ალხან კვიცინია დაახლოებით 1%-იანი უპირატესობით დაამარცხა. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები "არჩევნების" შედეგებს არ ეთანხმებოდნენ და მის ბათილად ცნობას ითხოვდნენ.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები