ამ წუთებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში, სადაც საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ელოდებიან, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები მივიდნენ. მათ სალომე ზურაბიშვილისთვის ლობიო და პრასი მიიტანეს.
როგორც ისინი ამბობენ, ზურაბიშვილს არ აქვს უფლება გურიაში ჩასვილისა და კარგი კერძების მიირთმევის უფლება.
შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი გურიას 3-დღიანი ვიზტით დღეს ეწვია.
როგორც ისინი ამბობენ, ზურაბიშვილს არ აქვს უფლება გურიაში ჩასვილისა და კარგი კერძების მიირთმევის უფლება.
ისინი აპროტესტებენ იმასაც, რომ კალანდის აღნიშვნა 6 საათზე იწყება.
"ეს არის ჩვენი აგდება. სალომეს ახირების გამო 6 საათზე გადმოიტანეს კალანდის აღნიშვნა, რაც ამ დრომდე არასდროს მომხდარა", - აღნიშნა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ბესო ქათამაძემ.
ნატო გოგელია (სპეციალურად საიტისთვის)
Anikaze da tyemalze arafers vambob )))