"მე თვითონ მივიღე გადაწყვეტილება გადადგომაზე, არავის შეუძლია ჩემზე ზეწოლა მოახდინოს" - კვირის პალიტრა

"მე თვითონ მივიღე გადაწყვეტილება გადადგომაზე, არავის შეუძლია ჩემზე ზეწოლა მოახდინოს"

ოკუპირებული აფხაზეთის გადამდგარი ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა აცხადებს, რომ "პრეზიდენტის" პოსტიდან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება თავად მიიღო და მასზე "ზეწოლა არავის მოუხდენია".

"არავის შეუძლია ჩემზე ზეწოლა მოახდინოს, გარდა იმ გარემოებებისა, რაც მე ვნახე. ყველა, ვინც ჩამოვიდა, მომლაპარაკებლებიც და ყველა-ეს მათი საქმეა, ისაუბრეს მათთან ვისთანაც ისაუბრეს. ჩემთან ამ თემაზე არავის ულაპარაკია. მე თვითონ მივიღე გადაწყვეტილება",-განაცხადა ხაჯიმბამ.

ცნობისთვის, გუშინ, "რადიო თავისუფლების" პროექტი Кавказ.Реалии თავის წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ რაულ ხაჯიმბამ უარი განაცხადა შეხვედროდა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვს, რომელიც სოხუმში 12 იანვარს, საღამოს ჩავიდა.გამოცემის ცნობით, ვლადისლავ სურკოვამდე რუსეთმა სოხუმში გაგზავნა უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი, რომელიც რაულ ხაჯიმბას 11 იანვარს, გვიან ღამით შეხვდა.

"ინტერპრესნიუსი"