სალომე ზურაბიშვილი ფეხბურთის ფედერაციას დისკრიმინაციაში ადანაშაულებს - კვირის პალიტრა

სალომე ზურაბიშვილი ფეხბურთის ფედერაციას დისკრიმინაციაში ადანაშაულებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფეხბურთის ფედერაციას დისკრიმინაციაში ადანაშაულებს. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის პირველმა პირმა ლანჩხუთში, რამდენიმე წუთის წინ გააკეთა, სადაც საფეხბურთო ბაზის მშენებლობა მოინახულა.

"საქართველოში ასეთი ბაზა ოთხია და ეს მეხუთეა. ძალიან კარგი საქმე კეთდება, თუმცა გავიგე, რომ ქალთა ფეხბურთის გუნდს არანაირი დაფინანსება არ აქვს. ვაპირებ როგორც კი ჩავალ თბილისში, შევხვდე ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას ამ საკითხზე. ეს არის დისკრიმინაცია, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

აღანიშანავია, რომ ლანჩხუთის გოგონათა საფეხბურთო გუნდმა გასულ წელს საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ნატო გოგელია (სპეციალურად საიტისთვის)