"მოლაპარაკებების გარდა სხვა გზა არ არსებობს" - კვირის პალიტრა

"მოლაპარაკებების გარდა სხვა გზა არ არსებობს"

"ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი მშვიდობა და მოლაპარაკება", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ასლან ბჟანიას "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუს ეხებოდა თბილისთან დიალოგთან დაკავშირებით.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ მოლაპარაკების გარდა სხვა გზა არ არსებობს.

"ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა და რა თქმა უნდა, მოლაპარაკებების გარდა სხვა გზა არ არსებობს", - განაცხადა გახარიამ.

"სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგი უნდა იყოს, როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს", - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში, აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერმა და "პრეზიდენტობის" კანდიდატმა ასლან ბჟანიამ განაცხადა. მისივე თქმით, "მთავარია დიალოგმა დადებითი შედეგი მოგვცეს და არ აქვს მნიშვნელობა ამ დიალოგში რამდენი მხარე იქნება ჩართული".

იხილეთ ასევე: რას ამბობს ასლან ბჟანია ქართულ-აფხაზური ურთიერთობების პერსპექტივაზე?

"ინტერპრესნიუსი"