რა ქონებას ფლობს ერთ-ერთი მდიდარი დეპუტატი, რომელიც ქონების არასრულად მითითების გამო დაჯარიმდა - კვირის პალიტრა

რა ქონებას ფლობს ერთ-ერთი მდიდარი დეპუტატი, რომელიც ქონების არასრულად მითითების გამო დაჯარიმდა

პარლამენტის წევრი ნინო წილოსანი ერთ-ერთია, რომელიც 2019 წელს ქონების არასრულად მითითების გამო დაჯარიმდა.

როგორც საჯარო სამსახურის ბიუროს გასული წლის ანგარიშშია აღნიშნული, დაჯარიმების მიზეზი გახდა - ოჯახის წევრის უძრავი ქონების არასახვა და ფართში ცდომილება, საკუთარი სამეწარმეო საქმიანობის არ ასახვა, ანაზღაურების/ შემოსავლის არ ასახვა.

შეგახსენებთ, რომ წილოსანი მონიტორინგის ცენტრის "მედიატორისა" და პარტია "ახალი საქართველოს" მიერ 2017 წელს გამოქვეყნებული მილიონერი პარლამენტარების სიაში ერთ-ერთია. ამ კვლევის მიხედვით, მისი უძრავი ქონების ჯამური ღირებულება 2 074 207 ლარია.

"ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს დეპუტატი და როგორ შეიცვალა მისი მდგომარეობა ერთ წელიწადში.

2019 წლის 31 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ნინო წილოსანის უძრავი ქონება გასულ წელს არ შეცვლილა და დეპუტატი კვლავ ფლობს: თბილისში მდებარე 82,9 კვ. მეტრი არასაცხოვრებელი ფართის 27,63%-იან წილსა და 60,91 კვ. მეტრის არასაცხოვრებელი ფართის 33%-იან წილს. მის საკუთრებაშია ასევე: დედაქალაქში მდებარე 124,7 კვ. მეტრისა და 224,7 კვ. მეტრი ფართობის ორ ბინა; 15,07 კვ. მეტრის ავტოფარეხი თბილისში და 440 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთი ურეკში. გაგრძელება