"ივანიშვილს რა სურს - გარანტიები მიიღოს, ისევე, როგორც შევარდნაძემ და სააკაშვილმა მიიღეს და თავი დაანებოს ქვეყნის მართვას, თუ...?" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილს რა სურს - გარანტიები მიიღოს, ისევე, როგორც შევარდნაძემ და სააკაშვილმა მიიღეს და თავი დაანებოს ქვეყნის მართვას, თუ...?"

აშშ-ის ახალმა ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა უკვე დადო ფიცი. როგორ ფიქრობთ, ახალმა ელჩმა რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესზე, მით უფრო წინასაარჩევნოდ? – ამ საკითხზე ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ისაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- ძალიან კარგია, რომ დაინიშნა ელჩი, ის ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ეტაპზე იწყებს თავისი მოვალეობის შესრულებას. არ მიკვირს, რომ ამომწურავი ინფორმაცია აქვს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, თუმცა ერთია ინფორმაციის ფლობა, რაც ნამდვილად კარგია, და მეორეა ადგილზე ვითარების შესწავლა. ვფიქრობ, აქ ჩამოსული ბევრ რამეს სხვაგვარად დაინახავს. წინასაარჩევნოდ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება აშშ-ის პოზიცია, ისევე როგორც ევროპის და გარკვეულწილად რუსეთისაც. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ბოლოდროინდელ გამოსვლაში ამერიკელები ხაზს უსვამენ, საქართველო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორიაო. გააჩნია, როგორ წავა არჩევნები, საარჩევნო სისტემის ცვლილება ნაკლებად მოსალოდნელია, მაგრამ მნიშვნელოვანი იქნება წინასაარჩევნო პროცესიც და არჩევნების დღეც. თუ ძალიან თვალსაჩინო დარღვევები არ მოხდება, ვფიქრობ, საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგება.

ისიც არის გასათვალისწინებელი, თვითონ ივანიშვილს რა სურს ამ არჩევნებისგან - სურს "ქართულმა ოცნებამ" ძალაუფლება შეინარჩუნოს და შემდეგი ოთხი წელი ისევ ჯვარს აცვან, თუ გარანტიები მიიღოს, ისევე, როგორც ჯერ შევარდნაძემ და შემდეგ სააკაშვილმა მიიღეს და თავი დაანებოს ქვეყნის მართვას, იცხოვროს ისე, როგორც მოუნდება... თუმცა ისიც საკითხავია, ივანიშვილს აქვს კი არჩევნის საშუალება?

წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად