"4 თებერვლიდან პარლამენტის პიკეტი განახლდება" - კვირის პალიტრა

"4 თებერვლიდან პარლამენტის პიკეტი განახლდება"

სახელმწიფო დაწესებულებების პიკეტირება იქნება, ხოლო 4 თებერვლიდან განახლდება პარლამენტის პიკეტი, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მმართველი გუნდი საპროტესტო აქციების ფონზე, არჩევნებამდე ჩამოშლილი მივა.

"ქართული ოცნება" არ არის მზად, რომ ქვეყანაში სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს. ერთადერთი რაც, მათ ესმით, ეს არის ძალა. ამიტომ ეს ძალა იქნება გამოყენებული და ჩვენ მათ ხალხის ნებას ვაჩვენებთ. იქნება სახელმწიფო დაწესებულებების პიკეტირება, ხოლო 4 თებერვლიდან განახლდება პარლამენტის პიკეტი. ეს გაგრძელდება იქამდე, ვიდრე "ქართული ოცნება" არ შეასრულებს თავის დანაპირებს. ამ პროტესტის ფონზე არჩევნებამდე მივლენ ჩამოშლილები. მათ აქვთ ორი ალტერნატივა: ან დათმობაზე წავიდნენ, ან არჩევნებამდე ჩამოშლილები მივიდნენ,"- განაცხადა გოცირიძემ.

"ინტერპრესნიუსი"