წულუკიანი ომბუდსმენს: "თქვენ არ ხართ მაფიოზური ინსტიტუტი და თქვენი მეთოდი ვერ იქნება ომერტა... იმედი მაქვს დაასახელებთ ე.წ. მაყურებელს"
წულუკიანი ომბუდსმენს: "თქვენ არ ხართ მაფიოზური ინსტიტუტი და თქვენი მეთოდი ვერ იქნება ომერტა... იმედი მაქვს დაასახელებთ ე.წ. მაყურებელს"
ქალბატონო ნინო, თქვენი მთავარი მეთოდი ვერ იქნება ომერტა, იმიტომ, რომ თქვენ არ ხართ მაფიოზური ინსტიტუტი, თქვენ ხართ სახალხო დამცველი. შესაბამისად, თუკი დაგიბარებენ პროკურატურაში, იმედი მაქვს, ვალდებულად იგრძნობთ თავს, რომ დაასახელოთ ე.წ მაყურებელი, - ასე მიმართა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას, რომელიც N2, N8, N14 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე მომზადებულ სპეციალურ ანგარიშთან დაკავშირებით მოხსენებას წარადგენს.

"მე არ უნდა მიწევდეს
თქვენს მაგივრად პროკურატურისთვის მიმართვა თქვენი ანგარიშის მიღების შედეგად. მე ეს ანგარიში გადავაგზავნე პროკურატურაში და მოვითხოვე გამოძიების დაწყება იმიტომ, რომ თქვენ საუბრობთ დანაშაულებზე, რომელიც ამ დაწესებულებებში მომხდარია ან მიმდინარეობს და არ გსურთ თქვათ გვარები.

ქალბატონო ნინო, თქვენი მთავარი მეთოდი ვერ იქნება ომერტა, იმიტომ, რომ თქვენ არ
ხართ მაფიოზური ინსტიტუტი, თქვენ ხართ სახალხო დამცველი. შესაბამისად, თუკი დაგიბარებენ პროკურატურაში, იმედი მაქვს, ვალდებულად იგრძნობთ თავს, რომ დაასახელოთ ე.წ. მაყურებელი, გვარი, სახელი, ვინ ვის მოსთხოვა იმიტომ, რომ თქვენ გარჩევებსაც კი აღწერთ ძალიან ზედაპირულად, მაგრამ აღწერთ. თუ თქვენ აღწერთ, ე.ი. შეესწარით კიდეც, თუ არ შეესწარით, ვიღაცამ მოგაწოდათ ეს ინფორმაცია. თქვენ არ გაქვთ უფლება, დაფაროთ დანაშაული. ამიტომ მე მოველი, რომ თქვენ და თქვენი თანამშრომლები ითანამშრომლებთ გამოძიებასთან", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის განმარტებით, როგორც კი ამგვარ ე.წ, ზონებში რომელიმე პატიმარი დააპირებს სხვა პატიმრის ქცევის გაკონტროლებას ან ფულის შეგროვებას, ის ისჯება და პატიმარი ასეთ შემთხვევაში გადაჰყავთ დახურულ დაწესებულებაში.

"ინტერპრესნიუსი"


რუბრიკის სხვა სიახლეები
ბოლო ერთი წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ბოლო ერთი წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები