"ქართველებს შეგვიძლია ვიამაყოთ იმ ურთიერთობის ხარისხით, რომელიც ქართველებსა და ებრაელებს, ვიტყოდი ქართველებსა და ქართველებს შორის იყო" - კვირის პალიტრა

"ქართველებს შეგვიძლია ვიამაყოთ იმ ურთიერთობის ხარისხით, რომელიც ქართველებსა და ებრაელებს, ვიტყოდი ქართველებსა და ქართველებს შორის იყო"

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ისრაელში, ჰოლოკოსტის საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოვიდა. პრეზიდენტმა ქართულ-ებრაულ ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველებს შეუძლათ იამაყონ იმ ურთიერთობის ხარისხით, რომელიც ქართველებსა და ებრაელებს შორის იყო.

"ანტისემიტიზმის არარსებობა არ არის ის, რითიც უნდა იამაყო, ისევე როგორც ვერ იმაყებ იმით, რომ არ ხარ კრიმიალი ან ქურდი. მაგრამ ჩვენ, ქართველებს შეგვიძლია ვიამაყოთ იმ ურთიერთობის ხარისხით, რომელიც ქართველებსა და ებრაელებს, ვიტყოდი ქართველებსა და ქართველებს შორის იყო. საქართველოში არასდროს ყოფილა განსხვავება ეთნიკურ ან რელიგიურ საფუძველზე, მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანობა საქართველოში იდენტობის ნაწილია. რელიგიას ჩვენ არასდროს გავუყვივართ. პირიქით, ის იყო ურთიერთპატივისცემის ფაქტორი. რადგან რელიგია ჩვენ ყოველთვის გვაერთიანებდა, არ არის საჭირო რომ ვთქვა, ჩვენ ტოლეტანტები ვართ. შენ შემწყნარებელი შეიძლება იყო მის მიმართ ვინც არ იცი, არ მოგწონს, ან ვისიც არ გესმის. ჩვენ არც ერთი ეს გრძნობა არ გვქონია. ჩვენ სრულად მივიღეთ საქართველოს ეს ერთი განუყოფელი ნაწილი - ებრაული საზოგადოება", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ჰოლოკოსტის ტრაგედიაზეც გაამახვილა ყურადღება და მას "კაცობრიობისთვის კატასტროფა" უწოდა.

"მეხსიერება არის ის, რაც გამოარჩევს ადამიანებს ცხოველთა სამყაროსგან. მეხსიერება და იმის აღიარების შესაძლებლობა, თუ სად ჩავიჭერით ყველა ერთად, სად დავაშავეთ, შესაძლებლობა წარსული დანაშაულებების გაცნობიერებისა, სწავლის შესაძლებლობა. მეხსიერება და წინააღმდეგობა. წინააღმდეგობა იმიტომ, რომ ჩვენ ვერასდროს ვიქნებით დარწმუნებილი სათანადოდ, რომ ეს გულგრილობა, უმეცრება, სისუსტე და შეუწყნარებლობა აღარასდროს განმეორდება. როცა ჩვენ ვხედავთ ჩვენს საზოგადოებებს, რომელიც სხვას უკუაგდებენ, სხვის აზრს, სხვის კულტურას, რწმენას, რელიგიას უგულვებელყოფებ-წინააღმდეგობაა საჭირო",-განაცხადა ზურაბიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"