"თურქეთი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ნატო-ში გაწევრებას, მაშინ როცა საფრანგეთი და გერმანია ამ ნაბიჯს ვერ დგამენ" - კვირის პალიტრა

"თურქეთი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ნატო-ში გაწევრებას, მაშინ როცა საფრანგეთი და გერმანია ამ ნაბიჯს ვერ დგამენ"

თურქეთი ყოველთვის მხარს უჭერს საქართველოს ნატო-ში გაწევრებას, მაშინ როცა გერმანიას და საფრანგეთს ამის ეშინიათ, -ამის შესახებ თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ გამოცემა "ბილდთან" ინტერვიუში განაცხადა.

"თურქეთი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ნატო-ში გაწევრებას, მაშინ როცა საფრანგეთი და გერმანია ამ ნაბიჯს ვერ დგამენ, რომ არ გამოიწვიონ რუსეთის უკმაყოფილება",-განაცხადა ჩავლუშოღლუმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ანკარა მოსკოვთან ყირიმის საკითხზეც ვერ თანხმდება, რადგან მიაჩნია, რომ ის უკრაინის ტერიტორიაა.

"ინტერპრესნიუსი"