140-დღიანი იზოლაციის შემდეგ, ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრებთა ნაწილს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალება მისცეს
140-დღიანი იზოლაციის შემდეგ, ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრებთა ნაწილს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალება მისცეს
140-დღიანი იზოლაციის შემდეგ, ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრებთა ნაწილს დაბის დატოვების და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილების საშუალება მიეცა.

ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის ნუგზარ თინიკაშვილის ინფორმაციით, 5 სექტემბრის შემდეგ ჩაკეტილი ე.წ. გამშვები პუნქტი, რამდენიმე წუთის წინ გაიხსნა და ახალგორში მცხოვრებმა ათმა მოქალაქემ უკვე დატოვა ოკუპირებული დაბა.

"დღესვე, ჩემი ინფორმაციით, სხვა ადამიანებიც შეძლებენ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას. დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლები გარკვეული სიებით ხელმძღვანელობენ და იმ ადამიანებს აძლევენ ოკუპირებული დაბის
დატოვების საშუალებას, რომლებიც პენსიას იღებენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ანუ ყველა მათგანი ვინც დღეს ოკუპირებული დაბა დატოვა, პენსიონერია. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები მათ 10- დღიან ვადას აძლევენ, რომ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აიღონ კუთვნილი პენსია, ისარგებლონ სამედიცინო სერვისებით და შემდგომ, როგორც მათ განუცხადეს,
10 დღის ვადაში კვლავ მიეცემათ ახალგორში საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა", - განცხადა "ინტერპრესნიუსთან" ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"




მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?
დღის კითხვადი სტატიები