"დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმა წინასწარ იყო დაგეგმილი და სპონტანურად არ მომხდარა"
"დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმა წინასწარ იყო დაგეგმილი და სპონტანურად არ მომხდარა"
დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა, ეს არ მომხდარა სპონტანურად, - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზაალ უდუმაშვილი საკრებულოს წევრ ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის ფაქტს.

უდუმაშვილის თქმით, საკრებულოში "ქართული ოცნების" წევრების სახით, "კრიმინალური დაჯგუფებაა დაბუდებული".

"ქართულმა ოცნებამ" მოახერხა და ეს შენობა, რომელიც უნდა ემსახურებოდეს თბილისელების ინტერესებს, გადააქცია კრიმინალების ბუდედ. დიახ, აქ არის "ქართული ოცნების" კრიმინალურ დაჯგუფება დაბუდებული, რომელიც ფიზიკურად უსწორდება პოლიტიკურ ოპონენტებს. წარმოიდგინეთ, ამდენი ადამიანი იყო საკრებულოში "ქართული
ოცნებიდან" წარმოდგენილი, ერთი იყო ლევან ხაბეიშვილი და პოლიტიკური არგუმენტები რომ არ ჰქონდათ, ადგნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ეს იყო წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა. ეს არ მომხდარა სპონტანურად, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ. უნდოდათ, რომ გასწორდებოდნენ ჩვენი პარტიის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ წევრს ლევან ხაბეიშვილს ფიზიკურად. ყველამ უნდა აგოს პასუხი ვინც
მონაწილეობდა ამ თავდასხმაში და ამ კრიმინალურ გარჩევაში", - განაცხადა უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საკრებულოს "ქართული ოცნების" დეპუტატებსა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ლევან ხაბეიშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება გაერთიანებული კომისიის სხდომაზე მოხდა და მასში დეპუტატები ავთანდილ ცინცაძე, ირაკლი ზარქუა, გიორგი ჩაკვეტაძე და ალექსანდრე ხუჯაძე მონაწილეობდნენ. ხაბეიშვილს დაზიანებები თვალის არეში აღენიშნება.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები