"ე.წ. დეპუტატები ტურებივით, ჯგუფურად დაესხნენ თავს" - რას ამბობს ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე გრიგოლ ვაშაძე - კვირის პალიტრა

"ე.წ. დეპუტატები ტურებივით, ჯგუფურად დაესხნენ თავს" - რას ამბობს ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე გრიგოლ ვაშაძე

ე.წ. დეპუტატები ტურებივით, ჯგუფურად დაესხნენ თავს ლევან ხაბეიშვილს,-ამის შესახებ პარტია"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ ქუთაისში საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ვაშაძის თქმით, "ქართული ოცნება" არჩევნებს აუცილებლად წააგებს.

"დღეს ე.წ. "ქართულმა ოცნებამ" კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი კრიმინალური ბუნება, "ნაციონალური მოძრაობის" წევრს ლევან ხაბეიშვილს ე.წ. დეპუტატები ჯგუფურად, ტურებივით დაესხნენ თავს, წაქცეულს უმოწყალოდ სცემეს და მერე ქუჩურად განცხადებები გააკეთეს და თქვეს, ის მიიღო, რასაც იმსახურებდაო. კიდევ ერთხელ დაინახა ყველამ, რომ ამ ე.წ. "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში გაჩერება არ შეიძლება. ყველამ მათ შორის ჩვენმა მოკავშირეებმა კარგად დაინახეს მათი სახე. მათ არ შეუძლიათ პრობლემების მოგვარება, ამ არჩევნებს აუცილებლად წააგებთ და რაც მეტ ძალადობას ჩაიდენთ, ყველა დაინახავს, რომ არა თუ ხელისუფლებაში ყოფნას არ იმსახურებთ, არამედ არ იმსახურებთ, საქართველოს მოქალაქის სახელი ატაროთ",-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

"ინტერპრესნიუსი"