"როდესაც გაყენებენ შეურაცხყოფას, მიიღებ შესაბამის პასუხს, ყველა ასე იზამდა, ჩვენ ვართ ქართველები, თავმოყვარე ერი"
"როდესაც გაყენებენ შეურაცხყოფას, მიიღებ შესაბამის პასუხს, ყველა ასე იზამდა, ჩვენ ვართ ქართველები, თავმოყვარე ერი"
თბილისის საკრებულოში მომხდარ ინციდენტს სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუა გამოეხმაურა. მისი განცხადებით, უმრავლესობისთვის ძალადობა მიუღებელია, მაგრამ როდესაც ოპოზიციის წარმომადგენელი პირად შეურაცხყოფაზე გადადის ძნელია ემოციის მოთოკვა.

"ლევან ხაბეიშვილის მხრიდან ადგილი აქვს პირად შეურაცხყოფას და კოლეგების მიმართ ამაზრზენ დამოკიდებულებას. მე მას ძალიან ბევრჯერ მივმართე და ვთხოვე, განცხადებები არგუმენტების გამოყენებით გაეკეთებინა. ლევან ხაბეიშვილმა პირდაპირ ეთერში ჩვენ ყველას მოგვაყენა შეურაცხყოფა. როდესაც გაყენებენ შეურაცხყოფას, მიიღებ შესაბამის პასუხს. ყველა ასე იზამდა, ჩვენ ვართ ქართველები, თავმოყვარე
ერი“,-განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების ხელფასებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი, 2011 წელს გიგი უგულავას და "ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში სამსახურიდან გაათავისუფლეს.

"მინდა, საზოგადოებას შევახსენო, რომ 2011 წელს მერიასა და საკრებულოდან დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები გაათავისუფლეს. ამის შემდეგ, გამოაცხადეს ტენდერი და ამ
ადამიანებს დილის 9 საათიდან 6 საათამდე, 250 ლარად ამუშავებდნენ. დღეს კი, ჩვენი მმართველობის პერიოდში, გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, ისინი განახევრებული გრაფიკით მუშაობენ. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობის" წევრს ნამდვილად არ აქვს უფლება ჩვენ ასეთი ფორმით გვესაუბროს. სწორედ, ამიტომ არის ლევან ხაბეიშვილი მასხარა და მატყუარა“,- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

შეგახსენებთ, დღეს თბილისის საკრებულოს "ქართული ოცნების" დეპუტატებსა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ლევან ხაბეიშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება გაერთიანებული კომისიის სხდომაზე მოხდა და მასში დეპუტატები: ავთანდილ ცინცაძე, ირაკლი ზარქუა, გიორგი ჩაკვეტაძე და ალექსანდრე ხუჯაძე მონაწილეობდნენ. ხაბეიშვილს დაზიანებები თვალის არეში აღენიშნება.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?