"ივანიშვილი ისე ნუ იზამს, რომ რიგით მოქალაქეებზე უფრო ღარიბი გახდეს"
"ივანიშვილი ისე ნუ იზამს, რომ რიგით მოქალაქეებზე უფრო ღარიბი გახდეს"
"ჩვენ ვხედავთ, რომ ამერიკელი კონგრესმენების ტონი დღითი დღე უფრო მკაცრი ხდება. ისინი უფრო ღიად საუბრობენ იმაზე, რაც საქართველოში ხდება. მაგალითად, ერთ-ერთი კონგრესმენი პიტ ოლსონი​ როდესაც ამბობს, რომ საქართველოს ჰყავს კორუმპირებული მთავრობა და მოსახლეობა უკეთესს იმსახურებს, არ ვიცი, ამაზე მეტი პირდაპირობა და ამაზე მეტად ღიად თქმა რას ნიშნავს", - ასე ეხმაურება "სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერი ალეკო ელისაშვილი კონგრესმენების წერილს.

მიისვე თქმით, კონგრესმენებს შეუძლიათ გადაწყვეტილება მიიღონ და ივანიშვილის ანგარიშებს ყადაღა დაადონ.

"ეს არის
შედეგი მანამდე გამოგზავნილ წერილებზე არაადეკვატური​ პასუხების. როდესაც მსოფლიო პოლიტიკის გადამწყვეტ ხალხზე, უაღრესად პრაგამატულ და გონებაგამჭრიახ ადამიანებზე, რომლებიც ძალიან დეტალურად აანალიზებენ მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში მიმდინარე პროცესებს, ამბობ, რომ ისინი არიან არაინფორმირებულები და შეცდომაში შეყვანილები, ამით მათ უბრალოდ აბუჩად იგდებ და შეურაცხყოფას აყენებ. ​​ისინი ყველაფერს
ჩვენზე, ქართულ ოპოზიციაზე უფრო მკაცრ სახელს არქმევენ და ეს არის სიგნალი იმის, რომ "ქართული ოცნების" დრო იწურება. ბიძინა ივანიშვილი ისე ნუ იზამს, რომ რიგით მოქალაქეებზე უფრო ღარიბი გახდეს, ვინაიდან ძალიან მარტივად შეუძლიათ იმავე კონგრესმენებს მიიღონ გადაწყვეტილება და მის ანგარიშებს ყადაღა დაადონ. მერე "უფასო" ბიძინა ივანიშვილი ვის რაში გამოადგება თვითონ "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტოს. ამდენად დროა გონს მოეგოს "ქართული ოცნება", დათანხმდეს პროპორციულ არჩევნებს და ახლა მაინც შეასრულოს სიტყვა როგორც მსოფლიოს, ისე ქართველი ხალხის წინაშე", - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები