რას პასუხობს უმრავლესობა ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკას
რას პასუხობს უმრავლესობა ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკას
ფოტო:დიმიტრი ხუნდაძე
"ნაცმოძრაობა" ტყუილის იმპორტს ახდენს, შიგნით ამოწურეს რესურსი და ახლა ქვეყნის გარეთ ცდილობენ მოძებნონ ერთეული მხარდამჭერები და კიდეც ახერხებენ"

"ასეთი­ წარმოდგენა რომ აქვს თითო­ეულ კონგრესმენს და ამ საკითხში დომინანტი ცრუინფორმაციაა, ჩვენი მუშაობის ხარვეზია და ამას გამოსწორება სჭირდება",­ - ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე.

- კონგრესმენთა მცირე ჯგუფის წერილი, რომელიც საკმაოდ კრიტიკულია, აცდენილია რეალობას. უფრო მნიშვნელოვანია ოფიციალური ამერიკისა და ელჩის მოვალეობის შემსრულებლის მხარდამჭერი განცხადებები... აშშ-ის კონგრესმენების: მარკუეინ მალინის, ბრაიან ბაბინისა და
პიტ ოლსონის­ ინტერესები 2017 წლიდან უკავშირდება­ ტეხასურ კომპანია "ფრონტერასა" და საქართველოს ნავთობკორპორაციას შორის დავას, რომელმაც ახლა პიკს მიაღწია. ქართულმა მხარემ დაუსრულებლობის გამო საქმე სტოკჰოლმის საარბიტრაჟოს გადასცა. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუტანიათ, მაგრამ ზოგიერთი კონგრესმენის განცხადება აჩენს ეჭვს, რომ ისინი ამ დავით ძალიან დაინტერესებული არიან.

ამერიკელი
კონგრესმენების წერილი შეიცავს ბევრ უზუსტობას და არ ასახავს­ ფაქტებს. მაგალითად, სიმართლეს არ შეესაბამება წერილში მოცემული მინიშნება, რომ 2017-2019 წლებში აშშ-ის დახმარება წლიდან წლამდე უპრეცედენტოდ იზრდება. 2017 წელს 32 მილიონით არის გაზრდილი და შეადგენს 132 მილიონ დოლარს. ინვესტიციები იზრდება და 100 მილიონს მიაღწია... ამასთან, "ფეისბუკს" არ გამოუქვეყნებია, რომ არაფორმალური საიტები­ მაინცდამაინც "ოცნებას" ეკუთვნოდა...

- კვირის ბოლოს კიდევ ერთი ამერიკელი­ კონგრესმენის წერილი გამოქვეყნდა...
- სწორედ ამას ვამბობ, ტეხასელი კონგრესმენების ინტერესები იკვეთება. "ფრონტერა" ტეხასური კომპანიაა და ყველა უნდა გათავისუფლდეს კომერციული ინტერესებისგან, პარტნიორებს შორის ორმხრივი ურთიერთგაგება უნდა იყოს.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ პათოსს სხვა კონგრესმენებიც გააგრძელებენ?
- ძირითადი ხაზი იკვეთება "ფრონტერას" კომერციულ დავასთან. ამისთვის საუკეთესო საშუალება არა წერილობითი, არამედ უშუალო კომუნიკაციაა.

- მაგრამ თქვენ ევროპარლამენტარებიც მწვავედ გაკრიტიკებენ...
- ევროპარლამენტში ჩვენ მოვისმინეთ რუმინელი დეპუტატის განცხადებაც, რომელმაც კოლეგებს მოუწოდა, არ გამოიყენონ საქართველო საკუთარი პოლიტიკური ინტერესების ბრძოლის ველად. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ევროპარლამენტში არიან ჯგუფები, რომლებსაც "საინტერესო კომუნიკაცია" ჰქონდათ და აქვთ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. "ნაცმოძრაობა" ტყუილის იმპორტს ახდენს, შიგნით ამოწურეს რესურსი და ახლა ქვეყნის გარეთ ცდილობენ, მოძებნონ ერთეული მხარდამჭერები და კიდეც ახერხებენ.

- და მაინც, ხომ არ ემუქრება საფრთხე ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობას?
- აშშ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია, ვექტორი არის ევროპა და ნატოსკენ სვლა და ამ მიმართულებით არაფერი იცვლება. მესმის, რომ თითოეული კონგრესმენის განცხადება გასათვალისწინებელია, მაგრამ მათ სწორი ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ. მახსოვს კონგრესმენების მწვავე განცხადებები "იმედთან" დაკავშირებით, რაზეც შემდეგ ბოდიში მოიხადეს, რადგან არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
06-07-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
06-07-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა