გიორგი ახვლედიანი: "თაკო ჩარკვიანის პოზიციას არასოდეს ვაქცევდით ყურადღებას" - კვირის პალიტრა

გიორგი ახვლედიანი: "თაკო ჩარკვიანის პოზიციას არასოდეს ვაქცევდით ყურადღებას"

რას ფიქრობენ "დემოკრატიულ მოძრაობაში" თაკო ჩარკვიანის განცხადებებზე და ვინ აფინანსებს ამ მოძრაობას, პარტიის წევრს, გიორგი ახვლედიანს ვესაუბრეთ.

- თაკო ჩარკვიანის პოზიციას არასოდეს ვაქცევდით ყურადღებას და არც ახლა ვაპირებთ.

- არსებობს საფრთხე, რომ ოპოზიციის ერთიანობის საკონსულტაციო ბლოკი დაიშალოს, რადგან ანალოგიური დაპირისპირება მოჰყვა გრიგოლ ვაშაძის განცხადებასაც? - საარჩევნო სისტემა არის ერთადერთი ზეპარტიული საკითხი, რაზეც ოპოზიციას ერთიანი პოზიცია აქვს. არსებულ საარჩევნო სისტემასთან ბრძოლა პირადად მე 2008 წელს დავიწყე, მაგრამ ჩემზე წინ სხვები იბრძოდნენ. 2008 წლიდან ვებრძოდი იმ ხელისუფლებას, რომლის პარტიასაც ახლა გრიგოლ ვაშაძე წარმოადგენს, მაგრამ როდესაც ოპოზიციაში გადავიდნენ, მათთვისაც აუცილებელი გახდა სამართლიანი არჩევნები, ამიტომ ჩაერთო "ნაცმოძრაობა" ამ საკითხში, თორემ მთელი თავისი არსებობის განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა სამართლიან სისტემას. ვაშაძემ უახლოეს ისტორიას გადაავლოს თვალი და გაიხსენოს, ვინ როდის ებრძოდა საარჩევნო სისტემას. ასეთი განცხადება, რომელიც გამოიწვევს კონფრონტაციას, არ უნდა გაკეთდეს, რადგან მხოლოდ და მხოლოდ ის დაზარალდება, ვინც ასეთ ტყუილს გაავრცელებს.