"იმ მაგიდასთან არ დავჯდები, სადაც ოკუპანტის განცხადებების მომხრე ლიდერები იქნებიან" - ჩარკვიანი ბურჯანაძის წინააღმდეგ - კვირის პალიტრა

"იმ მაგიდასთან არ დავჯდები, სადაც ოკუპანტის განცხადებების მომხრე ლიდერები იქნებიან" - ჩარკვიანი ბურჯანაძის წინააღმდეგ

"კანონისა და სამართლის" წარმომადგენელი თაკო ჩარკვიანი "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერ ნინო ბურჯანაძესთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას არ აპირებს. გთავაზობთ ამონარიდებს თაკო ჩარკვიანის ინტერვიუდან, რომელიც გაზეთ "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნდა:

- პროპორციული საკითხის გარდა, იმ მოლაპარაკების მაგიდასთან არ დავჯდები, სადაც ოკუპანტის განცხადებების მომხრე ლიდერები იქნებიან. რუსულ ძალასთან არაფერი მესაქმება. "ძალა ერთობაშიას" ფორმატში ვრჩები, მაგრამ გაფართოებული საკონსულტაციო ფორმატი გასცდა საარჩევნო სისტემას, ამიტომ აღარ ვართ ერთ მაგიდასთან...

წლების განმავლობაში რუსეთიდან დიდძალი თანხები შემოედინება "რბილ ძალაში". რუსული ვექტორის ძალები ხელისუფლებაში ვერ მოვლენ, მაგრამ 3,4% მათი რეაბილიტაციისთვის საკმარისია.

...

- ოპოზიციაში დაპირისპირება ხელისუფლების წისქვილზე ხომ არ ასხამს წყალს?

- ღირებულებების გარეშე ერთიანობის არ მჯერა. ჩვენ ერთი მტერი გვყავს და გაერთიანება დასავლური ვექტორის უნდა იყოს. ზურა ჯაფარიძესა და გიგა ბოკერიას არ ვთვლი რუსული ვექტორის წარმომადგენლებად, ამიტომ ვურჩევ, ნუ გამოეკიდებიან ერთმანეთს სიტყვებზე, ბურჯანაძის მსგავსი ლიდერების გვერდით დგომა კი ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს.

წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად.