"ჩემი წინასწარმეტყველება დაიმახსოვრეთ" - კვირის პალიტრა

"ჩემი წინასწარმეტყველება დაიმახსოვრეთ"

საკრებულოს წევრმა "ნაციონალური მოძრაობიდან" ლევან ხაბეიშვილმა ძველი თბილისის პოლიციის სამმართველო უკვე დატოვა.

ხაბეიშვილმა, პოლიციის შენობიდან გამოსვლის განაცხადა, რომ საკრებულოში დაპირისპირების საქმეში საბოლოო ჯამში დამნაშავედ შესაძლოა, თვითონ ის გამოიყვანონ.

"კალაძემ რომ ფარჩაკი მიწოდა, ნაძვის ხეზე დაგკიდებო რომ მითხრა და შეურაცხყოფა მომაყენა, რომ ვცემო და დავალურჯო ჩემს კოლეგებთან ერთად ჯგუფურად, როგორ ფიქრობთ, რა მოხდება?! რა თქმა უნდა, იქნება მყისიერი რეაგირება და მე მაშინვე დამაკავებენ ჩემს კოლეგებთან ერთად. გარდა იმისა, რომ მუხლს მომიყენებენ, რამეს 8-დან 16 წლამდე, აუცილებლად ყველა იტყვის, რომ მოხდა ძალადობის უპრეცედენტო შემთხვევა.

მეოთხე დღეა მატარებენ დაკითხვაზე. საბოლოო ჯამში, ჩემი წინასწარმეტყველება დაიმახსოვროს საზოგადოებამ - მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სივრცეში ასე ტურებივით დამესივნენ და ფიზიკურად გამისწორდნენ, საბოლოო ჯამში ხაბეიშვილი გამოვა აქედან დამნაშავე",- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ადვოკატის განცხადებით, ისინი საქმის გადაკვალიფიცირებას ჯგუფური ძალადობის მუხლით ითხოვენ.

"ინტერპრესნიუსი"