"ქართული ოცნება" "მუღამში" შევიდა და გადაწყვიტა კონგრესმენებისა და სენატორების პასუხად იძველბიჭოს"
27-01-2020
"ქართული ოცნება" "მუღამში" შევიდა და გადაწყვიტა კონგრესმენებისა და სენატორების პასუხად იძველბიჭოს"
როგორც ჩანს, ხელისუფლებამ პრობლემის მოგვარების ნაცვლად გადაწყვიტა უბრალოდ იბაქიბუქოს და იბრექიოს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის სახიფათოა, - ასე შეაფასა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ამერიკელი სენატორისა და კონგრესმენების წერილების საპასუხოდ საქართველოს ხელისუფლებისა და აშშ-ში საქართველოს ელჩის, დავით ბაქრაძის მიერ გაკეთებული განცხადებები.

როგორც უგულავამ აღნიშნა, "ქართული ოცნება" ვერ ხვდება "რამხელა პრობლემაში გაყო თავი".

"როგორც ჩანს, "ქართული ოცნება" მუღამში შევიდა და ამ ჩხუბების მერე გადაწყვიტა კონგრესმენებისა და სენატორების პასუხად იძველბიჭოს. ამის პირდაპირი
შედეგია ელჩი ბაქრაძის განცხადება, რომ ტონი არ მოეწონათ კონგრესმენების, ისევე როგორც ბატონი გახარია ამბობს, რომ "მეგობრები წერილებით არ საუბრობენ". საერთოდ რა სიბრტყეში არსებობს ეს ხალხი, რომელი პოლიტიკური ტრადიციის მატარებელია, საერთოდ რა ქვეყანაში არსებობენ, ახლა უკვე საქართველოს მთავრობა თავისი საელჩოთი ოფიციალურად შევი
და ძველბიჭურ დაპირისპირებაში ამერიკის კონგრესთან და სენატთან, როცა იქ რაღაცა ტონებზე ლაპარაკობენ, იმის მაგივრად რომ ვისაუბროთ იმ შინაარსზე, რა შინაარსმაც გამოიწვია ასეთი მკაცრი და კატეგორიული ტონი", - განაცხადა უგულავამ.

მისივე თქმით, ეს განცხადებები კიდევ ერთხელ მიუთითებს რომ სრულიად არაადეკვატურია "ქართული ოცნება".

"საერთოდ განზომილებასაც ვერ ხვდება, ვერ ხვდება რამხელა პრობლემაში შეყო თავი. გარდა პროპორციულზე გადაგდებისა, ერთ-ერთი ამ ყველაფრის მაპროვოცირებელი ის უმსგავსობაა, რაც "ფეისბუკმა" აღმოაჩინა. უკვე რეალურად ღიად ჩანს, რომ "ქართული ოცნება" ღიად შედის ამერიკასთან დაპირისპირებაში და ეს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთს აძლიერებს და აწყობს. თან თუ გავითვალისწინებთ "ფეისბუკის" აღმოჩენას, რომ ივანიშვილი ერთი ხელით სადღეგრძელოებს ეუბნება დასავლეთს და მეორე ხელით ძირგამომთხრელ საქმიანობასა და ანტიამერიკულ პროპაგანდას აფინანსებს, ყველაფერი თავის ადგილას დგება", - განაცხადა უგულავამ.

"ინტერპრესნიუსი"

daviti
28 იანვარი 2020 08:21
გიგი არ ვიცი მაგრამ ამათ ვერ გაუგიათ ამერიკის მნიშვნელობა და ძალა მსოფლიოში. ამერიკა როგორც დემოკრატიული ქვეყანა ისე ესაუბრება საქართველოს. და რუსეთი როგორც ჩამორჩენილი ოკუპანტი და მტერი ქვეყანაისე. აბა თუ თავი აქვს ამ სუსტ და ბანძ ქვეყანას ებლატაოს ოცნება . ეს პატრიოტთა ალიანსი კი რუსეთ ირანის დაქირავებულ დაფინანსებული მიხუცებისა და პენსიონერების პარტია საერთოდ ასაკრძალია.
Kote Javahadze
28 იანვარი 2020 05:25
Erti shen ar atamashebde midev msuye kurtumos, me mati fani ara var magram vtvli rom am sakithshi ocneba sruliad adeqvaturad iqceva. Frontera Resources ari absoluturi afiora da gatvlili iyo investorebis dabolebaze, magat mhardachera ki ara patiosanma halhma matze saqme unda agzfas sasamartloshi.
Rogorc specialisti getyvi rom fronteras mier gasuli informacia imis shesaheb rom saqartveloshi. navtobisa da gazis mnishvnelovani madagi arsebobs ari cru.
Oklahomel senators ki urchevnia sakutar gaubedurebul shtats mihedos sadac yoveli meothe bavshvi shimshilobs da sashineli socialuri mdgomareobaa.
კოხო
27 იანვარი 2020 19:45
შენ რომ პირს გააღებ და თვალები დაგისისხლიანდება ასე გვგონია სისხლის წყურვილი გკლავს, ვერ გაძეხით ამდენი ხალხის გაუბედურებით?მოშორდით ქვეყანას.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ პარლამენტის მიერ  გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაამტკიცებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ პარლამენტის მიერ გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაამტკიცებას?
თვის კითხვადი სტატიები