საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი თანამდებობას ტოვებს, რა პოსტზე გააგრძელებს ლევან იზორია მოღვაწეობას? - კვირის პალიტრა

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი თანამდებობას ტოვებს, რა პოსტზე გააგრძელებს ლევან იზორია მოღვაწეობას?

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი ლევან იზორია თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ იზორიამ "პოსტ ტივის" ეთერში განაცხადა.

იზორიას განმარტებით, ის გერმანიაში, სრულუფლებიან ელჩად განაგრძობს საქმიანობას.

"ჯერ კიდევ დეკემბერში გადაწყდა ჩემი მოღვაწეობის გაგრძელება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, როგორც სრულუფლებიანი ელჩი. მე ამ წინადადებას სიამოვნებით დავთანხმდი. დეკემბერშივე დაიწყო შიდა პროცედურები და ჩვენ, იანვრის დასაწყისში, გვქონდა გაცხადებული იმასთან დაკავშირებით, რომ 27 იანვარს დავწერდი გათავისუფლების შესახებ განცხადებას, რათა გარკვეული დროც მქონოდა პირადი, ან ოჯახური საკითხების მოსაგვარებლად. მათ შორის, აგრემანზე მოთხოვნაა გაგზავნილი, რომელსაც თებერვლის შუა რიცხვებში ველოდებით. სავარაუდოდ, სწორედ თებერვლის მიწურულს იგეგმება ჩემი იქ ჩასვლა და ჩემი, როგორც ელჩის რანგში მოღვაწეობის გაგრძელება", - განაცხადა იზორიამ.

ცნობისთვის, ლევან იზორია საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე 2019 წლის სექტემბერში დაინიშნა.