"ვითვალისწინებთ გარკვეულ სპეციფიკას, მაგრამ..." - მოუწევს თუ არა სვანეთის მოსახლეობას ელექტროენერგიის საფასურის გადახდა?
"ვითვალისწინებთ გარკვეულ სპეციფიკას, მაგრამ..." - მოუწევს თუ არა სვანეთის მოსახლეობას ელექტროენერგიის საფასურის გადახდა?
ვითვალისწინებთ გარკვეულ სპეციფიკას, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველამ უნდა გადაიხადოს ელექტროენერგიის საფასური, - ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ "ინტერპრესნიუსის" კითხვას, მოუწევს თუ არა სვანეთის მოსახლეობას ელექტროენერგიის საფასურის გადახდა.

მინისტრი არ აკონკრეტებს, როდის გადაიხდიან ისინი გადასახადს.

„საქართველოს მთელი მოსახლეობა ვალდებულია, რომ პირნათლად გადაიხადოს ელექტროენერგიის საფასური. ჩვენ კომპანია „ენერგო - პრო ჯორჯიას" ვეხმარებით, რომ ამ თვალსაზრისით დისციპლინა გაიზარდოს. რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ გარკვეულ სპეციფიკას, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველამ უნდა
გადაიხადოს ელექტროენერგიის საფასური,"- განაცხადა ნათია თურნავამ.

რაც შეეხება სვანეთში ბიტკოინების არალეგალურ წარმოებას, მინისტრი აცხადებს, რომ ამასთან დაკავშირებით გარკვეული ღონისძიებები გატარდა.

„სვანეთის ტერიტორიაზე გაიზარდა აღურიცხავი მოხმარება. მათ შორის, ეჭვი იყო იმაზე, რომ გარკვეულწილად არალეგალური მაინინგი ხორციელდებოდა. ამაზე გარკვეული ღონისძიებები გატარდა, მათ შორის „ენერგო - პრო ჯორჯიას"
მხრიდან ჩვენი დახმარებით და ეს პრობლემა თანდათან გადაჭრილი იქნება. რაც მთავარია, სვანეთის ტურისტულ სეზონს ამ თვალსაზრისით არაფერი ემუქრება. ელექტრომომარაგება არის წესრიგში, პრობლემები არ არის,"- განაცხადა თურნავამ.

ცნობისთვის, სვანეთის რეგიონის მცხოვრებლები ელექტროენერგიის ტარიფს არ იხდიან. ქვეყნის სხვა მაღალმთიან დასახლებებში მთავრობა სამომხმარებლო ტარიფის 50%-იან სუბსიდირებას ახდენს, ზემო სვანეთში კი მოსახლეობა დენის ტარიფის გადახდისგან გათავისუფლებულია.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
თვის კითხვადი სტატიები