"თუ ნატოში საქართველოს სწრაფ გაწევრებას ანკარაც მხარს უჭერს, ეს ჩვენში სინანულს იწვევს" - კონსტანტინე კოსაჩოვმა მევლუთ ჩავუშოღლუს "ჭკუა დაარიგა" - კვირის პალიტრა

"თუ ნატოში საქართველოს სწრაფ გაწევრებას ანკარაც მხარს უჭერს, ეს ჩვენში სინანულს იწვევს" - კონსტანტინე კოსაჩოვმა მევლუთ ჩავუშოღლუს "ჭკუა დაარიგა"

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა კონსტანტინე კოსაჩოვმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის პოპულარულ გამოცემა haqqin.az-ს, რომელშიც მან ისაუბრა როგორც რუსეთის ურთიერთობაზე აშშ-სთან, ევროკავშირთან, ბელარუსთან და დსთ-ის სხვა ქვეყნებთან, ასევე რეგიონულ პრობლემებზე - მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხზე და ა.შ.

როგორც ცნობილია, ამ რამდენიმე დღის წინათ დავოსში გამოსვლისას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ალიანსი აუცილებლად უნდა გაფართოვდეს და რომ საქართველო ნატოში უნდა იქნეს მიღებული. აზერბაიჯანული გამოცემის კორესპონდენტის მიერ კონსტანტინე კოსაჩოვისადმი დასმული ერთ-ერთი კითხვა სწორედ საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობას ეხებოდა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- მოდით, რეგიონულ პოლიტიკაზეც ვისაუბროთ. ნატოს წევრი ბევრი ქვეყნები, მათ შორის თურქეთი, აცხადებენ, რომ ალიანსში საქართველოს სწრაფად უნდა იქნეს მიღებული. რამდენად ეწინააღმდეგებნა საქართველოს ნატოში გაწევრება რუსეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებს სამხრეთ კავკასიის რეგიონში? - რა თქმა უნდა, ჩვენ ადრეც არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ნატოს მოახლოება რუსეთის საზღვრებთან ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. შესაბამისად, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია მოვლენების ასეთი განვითარება. რაც შეეხება თურქეთს, მე ამ შემთხვევაში არ დავიწყებ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების იდეალიზებას. ჩვენ ვიცით, რომ რიგი მწვავე საკითხების გადაჭრისათვის ამ ქვეყანასთან ურთიერთობა აუცილებელია, ვისწავლეთ თურქეთთან ურთიერთდამოკიდებულება სხვადასხვა სიტუაციებში... მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ქვეყნებს - რუსეთს და თურქეთს - ყველა საერთაშორისო პრობლემის მიმართ ერთიანი ან მსგავსი პოზიციები აქვთ. მოსკოვ-ანკარის ურთიერთობებში არის მწვავე საკითხები, რომლებიც საკმაოდ გვაღელვებს და მათი არსებობა ბევრ ეჭვს ბადებს. და თუ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ანკარაც მხარს უჭერს საქართველოს სწრაფ გაწევრებას, ეს ჩვენში მხოლოდ სინანულს იწვევს. იმიტომ, რომ 2008 წლის გამოცდილება გვაჩვენებს: უპასუხისმგებლო დაპირებები ზოგიერთ ქართველ პოლიტიკოსს თავბრუს ახვევს და სამხრეთ კავკასიის რეგიონში სიტუაციას არასტაბილურს ხდის. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ