"დაახლოებით ერთი თვის წინ იყო გადაწყვეტილი ლევან იზორიას გერმანიაში ელჩად წასვლა - რატომღაც ახლა, ასე დაემთხვა" - კვირის პალიტრა

"დაახლოებით ერთი თვის წინ იყო გადაწყვეტილი ლევან იზორიას გერმანიაში ელჩად წასვლა - რატომღაც ახლა, ასე დაემთხვა"

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, ლევან იზორიას გერმანიის ფედერაციაში საქართველოს ელჩად დანიშვნის საკითხი, დაახლოებით, ერთი თვის წინ გადაწყდა.

როგორც გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, იზორიას ელჩად დანიშვნა პოლიტიკას არ უკავშირდება.

"როგორც მე ვიცი, დაახლოებით ერთი თვის წინ იყო გადაწყვეტილი ბატონი ლევანის გერმანიაში ელჩად წასვლა. რატომღაც ახლა, ასე დაემთხვა", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ცნობისთვის, საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს მდივანი და დაზვერვის სამსახურის უფროსი ლევან იზორია თანამდებობებს ტოვებს. იზორიას განმარტებით, ის გერმანიაში, სრულუფლებიან ელჩად განაგრძობს საქმიანობას.

იხილეთ ასევე: "ეს არ არის დანაშაული, უარესები ხდება" - რას ამბობს ვახტანგ გომელაური ლევან იზორიას ძმაზე?

"ინტერპრესნიუსი"