რა ჰკითხა სლოვაკმა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილს ევროპის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე - კვირის პალიტრა

რა ჰკითხა სლოვაკმა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილს ევროპის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე

გვერდები, რომლებიც"ფეისბუქმა" წაშალა, ავრცელებდნენ ანტი-დასავლურ პროპაგანდასა და მესიჯებს და სავარაუდოდ, ხელისუფლებასთან იყვნენ დაკავშირებულნი. რა გაკეთდა ამ საკითხთან მიმართებაში?-ამის შესახებ სლოვაკმა დეპუტატმა, მარტინ პოლიაჩიკმა სალომე ზურაბიშვილს ევროპის საპარლამენტო ასამბლეის სხდომის სხდომაზე მიმართა.

"რას ფიქრობთ ფეიქ ნიუსებთან და დეზინფორმაციასთან ბრძოლის შესახებ? დეკემბერში"ფეისბუქმა"წაშალა ასობით პროფილი და ყალბი გვერდი საქართველოში, მათი თქმით"არაავთენტიკური ქცევის"გამო."ფეისბუქის"ოფიციალური განცხადების მიხედვით, ამ გვერდების სამიზნე ოპოზიციური ლიდერები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები იყვნენ. ეს გვერდები ავრცელებდნენ ანტი-ევროპულ პროპაგანდასა და მესიჯებს და შესაძლოა, მთავრობასთან იყვნენ დაკავშირებულნი. რა გაკეთდა ქვეყანაში ამ საკითხთან მიმართებაში?",-მიმართა პოლიაჩიკმა ზურაბიშვილს.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი, დღეს, ევროპის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.

"ინტერპრესნიუსი"